ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„ადამიანს სხვისი სიტყვით თუ იცნობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ან სრულებით არ იცნობ, ან უკუღმა იცნობ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მოდი და, ყველაფერზე სათითაოდ იდარდე, თავი იმტვრიე, ნერვები დაიგლიჯე! რა გამოვა? ერთადერთი გამოსავალია, ხელი ჩაიქნიო და საქმე, შენი საყვარელი საქმე აკეთო!”
* * *
„ – ჟაკ ფრანსუა ბლონდელს სამი საუკუნის წინათ უთქვამს: ძველი შენობები შედევრებად დარჩებიან მაგრამ ნიმუშებად ვერ გამოგვადგებიანო”.
* * *
„ის უფრო მეტი ვაჟკაცია, ვინც ბუნებით ვაჟკაცი არაა, მაგრამ თავის თავს აიძულებს ვაჟკაცურად მოიქცეს!”
* * *
„ – ძაღლმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველას, ვინც სხვას დიდი კმაყოფილებით აყენებს შეურაცხყოფას, საქმე საქმეზე რომ მიდგება, თავის თავის დაცვა როდი შეუძლია!”
* * *
„ჭიანჭველას რომ ფრთები გამოუვა, ღმერთიც მაშინ გაუწყრება! ფრენას დაიწყებს და ჩიტები შესანსლავენ”.
* * *
„დღეს ავისა და კარგის გარჩევა აღარაა”.
* * *
„რაც მართლა დიდებულია, იმას ვერავინ ვერაფერს დააკლებს და, რაც ცუდია, იმას ვერაფერი გადაარჩენს!”
* * *
„მოუარე, რაც გაქვს! გაუფრთხილდი მონაპოვარს!” – (ავტორი გენია.ჯი)