ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „მწვანე შტო”
„დათმობა თუ არ იქნა, ისე რა ცხოვრება აშენდება!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი უცეცხლოდ მაშინ იწვის, როცა უსამართლო ტანჯვას განიცდის!”
* * *
„ხელოვანი სხვა თვალით უნდა ხედავდეს!”
* * *
„ვინც ქვეყანას კეთილი გაუკეთა, კეთილი კაცია, ვინც კეთილი საქმისთვის დაიტანჯა – ძალიან კეთილია და ვინც ამ კეთილს სიცოცხლე შესწირა, იმან თლათ მწვერვალს მიაღწია”.
* * *
„მხოლოდ გულთა თანაზიარობა გვავიწყებს ცხოვრების ამაოებას”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოვლენის ახსნა და შეფასება ტვირთის დამძიმება კი არა, შემსუბუქება გახლავთ!”
* * *
„ხელოვნებას მუდამ ჰყავდნენ მოწამენი, რომლებიც მსხვერპლს იღებდნენ მისთვის, მსხვერპლის გამღებმა კი როდი იცის, რას მიიღებს სანაცვლოდ!”
* * *
„ – რად მინდა შენი საჭმელ-სასმელი, შენი ბინა, შენი ავეჯი, რადიო და ტელევიზორი, თუ ენას ამომგლეჯ, თუ ტვინს გამიუქმებ! წინასწარ დაუგეგმავად ლაპარაკი მენატრება. მეხარბება, ჩიტები რომ ჭიკჭიკებენ, ძროხა ბღავის, ძაღლი ყეფს. მე?! მე ვინ ვარ!”
* * *
„გემოვნება არ არსებობს! არსებობს განუწყვეტლივ ცვალებადი „მე”, რომელიც არავითარ წესს არ ემორჩილება”.
* * *
„ – სამყაროს ჯუნგლებში ჩვენი პლანეტა ერთი პაწაწინა, მყუდრო ქოხია და, ვინც მას შევფარებივართ, თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. საცოდაობაა ამ პატარა ქოხში ჩხუბი და აყალმაყალი. ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ წუმწუმას, რათა უთავშესაფროდ არ დავრჩეთ. ერთ ქოხში ჩხუბი დიდი უგუნურებაა, უწმინდორობა და უსინდისობაა. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ პლანეტის მეხანძრეები”. – (ავტორი გენია.ჯი)