ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან…
„ – ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი! უკადრისი არაფერი აკადრებინო, შენი უბისა და კალთის ჭირიმე! ჩვენი მამა-პაპის სახელის შემრცხვენელი არაფერი აკადრებინო, ჩვენო წამებულო დედავ! მიეცი ძალი ტკივილის და გაჭირვების ატანისა, ოქროთი ცდუნების ძლევისა! ნუ გააჭუჭყიანებინებ სულს, ნურც ხელებს! ღვთისმშობელო დედავ, შენი მავედრებელი იყო ჩემი მამა-პაპა, შენი მავედრებელი ვარ მე, უკადრისი არაფერი აკადრებინო ჩემს მოდგმასა და სისხლს, დაიფარე შენი კეთილი კალთით”… – (იმედის ჩიტები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კეთილი გულით მიტანილი მწნილი დასაყვედრებელ ზაქს არა სჯობია?!” – (თოვლი)
* * *
„ვისაც ფული აქვს, ყველაფერი შეუძლია”. – (კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით)
* * *
„თვითმკვლელობა არ არის ცხოვრების შექმნაზე ძნელი”… – (შავი ალაყაფი)
* * *
„ულამაზოები უფრო დიდ იმედს ამყარებენ ჩაცმაზე”. – (ქრისტეს პერანგი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვის ვინ არ ჰყოლია ავად”. – (როცა ტყეს ძარცვავენ…)
* * *
„ბავშვები არასოდეს სცდებიან”. – (შავი ალაყაფი)