ამონარიდები რევაზ ინანიშვილის მოთხრობიდან – „არაგვი წმინდა წყალია”

„ბავშვებს ნუ ასწავლით ტყუილს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ასე იცის დედამ, ალბათ, ყველა დედამ. არაფერს ამბობს და ამ არ თქმაში იბერება წუხილით”.

* * *

„არაფერია მუდამ ჩუმად მყოფ ქალზე უარესი. ქალი თუ არ ჭიკჭიკებს და გალობს, ისე რა ქალია”.

* * *

„ – ჩვენ ყველანი ჭუჭყიანები და ბინძურები ვართ! ჩვენ ყველას იმდენი ჭუჭყი და ცოდვა გვაწევს კისერზე, ჯოჯოხეთის ქვაბში ჩასაყრელები და მოსახარშები ვართ. ათი წლის ქვემოთ რაც არიან ბავშვები, რვა წლისა, არა, ათი წლისა, ისინი უნდა გაიყვანო ცალკე კუნძულზე, ჩვენგან შორს, რომ მარტო ისინი გადარჩნენ სუფთად, სუ თავიდან დააწყებინო ცხოვრება, ჩვენ კიდევა, დიდები, ჩაგვყარო ქაფქაფა სოდიან წყალში და მოგვრიო”.

* * *

„ – ნამეტანი ვიწრო არა გაქვს ეს შარვალი, ბებო? ცოტა მოგეშვა, ქართველი გოგო ხარ და უხერხულია ასე, შვილო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგი ლამაზია, მაგრამ ისე გალევს მთელ თავის სიცოცხლეს, ვერასოდეს ვერ მიხვდება ამას და არის სულ უბედურად”.

* * *

„ხნიერებს ძალიან ცოტა ძილი ჰყოფნით”.

* * *

„ – მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, როცა დამაფიქრებლად გვიჭირს ყველას, სწორედ მაშინ ნუ ვაჩვენებთ უდარდელი ყმაწვილების ნიღბებს სხვებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>