ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„სიბრალული აქვს სათავედ სიყვარულსაც, ნუგეშისცემასაც, ერთმანეთის განკითხვასაც, შეწყნარებასა და შენდობასაც. საცა სიბრალული არ არის, იქ არც სიკეთეა. თუ გებრალება, გეყვარება კიდეც. თუ გებრალება, ნუგეშსაც სცემ. თუ გებრალება, შეიწყნარებ. თუ გებრალება, შეუნდობ. მადლი სიბრალულისა ყველა სხვა მადლის დედაა. ადამიანის სინდის-ნამუსს ამ მადლმა უნდა აწოვოს ძუძუ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბავშვი სათავეა დიდი ადამიანისა…”
* * *
„კაცი რომ დილით სადმე მიდიოდეს, არაფერი არ უნდა ჰკითხო”.
* * *
„ქვეყანაზე რა მადლია ის მადლი, რო ყველა სხვა მადლი მისგან მოდიოდეს, როგორც რო სხივები მზისგან!”
* * *
„როცა მშობელ ქვეყანას უჭირს, ძნელია კაცმა უმტყუნოს და თავი არ გაიმეტოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედის საამური, ნაზი ხმა, გულის სიღრმეებს სწვდება”.
* * *
„ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა! ბავშვი იგივ ადამიანია, მაგრამ ძნელათ წასაკითხი, ქარაგმით ნაწერი.”
* * *
„ჭკვიანი კაცი არც ზედმეტ სიტყვას იტყვის, არც ხმას აუმაღლებს”.
* * *
„ღმერთმა ნუ იცის ახლანდელი დროის და ჟამის ამბავი!”
* * *
„ – ისევ მოხვალ?
- ხშირად გესტუმრები, შვილო. არ გაგშორდები არასდროს, ვითარცა სული შენი!” – (ავტორი გენია.ჯი)