ამონარიდები რევაზ მიშველაძის ნოველებიდან…
„მთელი ცხოვრება ვასწავლით კაცს ქურდობას და კარგად რომ ისწავლის, სწორედ მაშინ წავუჭერთ ყელში ხელს. ვინ გასწავლა, საიდან შეითვისე ეს მურტალი საქმეო”. – (დიოგენი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კანონი წარსულს მაინცდამაინც არ დაგიდევს”. – (ღალატი)
* * *
„ – რას მეჩხუბები, შე კაი კაცო, აქანა ბაზარია, ათასი ჭკუის კაცი შემოდის, შენ ასე აფასებ, მე ასე მიღირს. თუ არ გაძლევს ხელს, წავალ ჩემს გზაზე. ვაჭრობის წესი ასეა, – ცოტას ორივე მხარე აგებს და ცოტას ორივე მხარე იგებს”. – (უნაგირი)
* * *
„ზამთარმა კაცის გაზანტება იცის”. – (კერპი)
* * *
„ – არა, არა, ნამეტანი ვიცით ზოგჯერ”. – (ფრთები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მონდომებას ყველაფერი შეუძლია”. – (ფერმის გამგე კარლო)
* * *
„რას მიქვიან წყენა, როცა კაცის სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია”. – (კერპი)
* * *
„ღმერთი რომ კაცს გასწირავს, ავ მეზობელს დაუსაღვრებსო”. – (კერპი)
* * *
„არსებობს გაბრაზებამორეული, ძალად სიცილი”. – (მაესტრო)
* * *
„რაც დრო გადის, უფროდაუფრო ძნელი ხდება ავი კაცის კარგისაგან გამიჯვნა!’ – (ავტორი გენია.ჯი)