ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„ამ ჩვენს მშვენიერ საუკუნეში სწავლა-განათლება, მეცნიერება, მუქთამჭამელობა და მაიმუნობა ერთმანეთშია არეულ-დარეული”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართული წიგნი, რანაირიც არ უნდა იყოს, სასწაულია ჩვენთვის!”
* * *
„რა სისაძაგლეა, რომ დაღუპული მეუღლის ნაცვლად, რომლის გარეშე ერთ წუთსაც ვერ სძლებდი, შეიძლება, ვიღაც სხვა მოიყვანო! აფსუს, კაცის სინდისო!”
* * *
„ნეტავი მას, ვისაც დედ-მამა ჰყავს!”
* * *
„ – ასი დამკარ და ერთი მართალი მათქმევინეთ, ბატონო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნუთუ მწუხარებას საშველი არ აქვს და არ თავსდება არც ცრემლში, არც ფიქრსა და სიტყვაში?”
* * *
„როგორ შეიძლება დედა გაქრეს? დედა აღარ იყოს!..”
* * *
„პატიოსნების გარეშე ბედნიერი ვერ იქნება ადამიანი”.
* * *
„ადამიანი ყველაზე სულელურ მდგომარეობაში მაშინ არის, გვეუბნება ლერმონტოვი, როცა, რათა იცხოვროს, იძულებულია თავისი თავი თვითონ გაირთოს ისე, როგორც ოდესმე კარის კაცები ართობდნენ თავიანთ მეფეებს. გახდე საკუთარი თავის მასხარა! რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი!”
* * *
„რასაც კაცი ვერ შეისმენს, იმას არც მოისმენს”. – (ავტორი გენია.ჯი)