ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„განშორება სიყვარულისათვის იგივეა, რაც ქარი ცეცხლისთვის – სუსტს აქრობს, დიდს კი უფრო აძლიერებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისტორიამ არც ერთი ბრძოლა არ არგუნა ქართველებს, რომელშიც რიცხობრივი უპირატესობა მტრის მხარეს არ ყოფილიყო”.
* * *
„ზოგჯერ ადამიანი ისეთ გუნებაზეა, რომ თავის თავი ათჯერ უფრო ძლიერიც ჰგონია და მდიდარიც, ვიდრე სინამდვილეში არის”.
* * *
„ერთმა პოეტმა თქვა – ისეთი უთო რომ მოძებნილიყო, რომელიც ჩვენს მთებს გაასწორებდა, მაშინ ნახავდით ასე პატარა არის თუ არა ჩემი საქართველოო”.
* * *
„მაინც რამდენი კეთილი ადამიანია ამქვეყნად. რა ეღირებოდა ცხოვრება, რომ ქვეყანას ისინი არ ალამაზებდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რევოლუციები მარტო ქვრივ-ობლებს ამრავლებს”.
* * *
„ – მერე როგორ გვჭირდება ახლა ნასწავლი ხალხი…”
* * *
„ნუთუ მართლა შეუძლია ადამიანს, იგრძნოს უბედურების მოახლოება გადამწყვეტ მომენტში? იცოდეს მაინც კაცმა, რა მოელის. ან იქნებ უმჯობესია, არაფერიც არ იცოდეს?!”
* * *
„არიან ქალაქები, რომლებშიც წარსული ბატონობს აწმყოზე, განსაზღვრავს მის მაჯისცემას, ცხოვრების რიტმს და თითქოს ეუბნება მნახველს: „ამ უძველეს კედლებში, ამ ნახევრად დანგრეულ სახლებში ოდესღაც ცხოვრება ჩქეფდაო!”.
* * *
„ჩვენში უძველესი დროიდან პატივს სცემენ უცხოელს”. – (ავტორი გენია.ჯი)