ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„სიმართლის ხმამაღლა წარმოთქმა უფრო ძნელი ყოფილა, ვინემ ხმალამოწვდილ მტრებთან შერკინება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წიგნითა და ცოდნით გაძღომა შეუძლებელი ყოფილა”.

* * *

„თავმდაბლობამ ცანი მოდრიკა”.

* * *

„შური ბედნიერების მტერია”.

* * *

„ვინც ლაფში თავიდამ ფეხამდის ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის ცხოვრებას სიმართლისათვის ბრძოლა ამშვენიერებს”.

* * *

„ისტორია აწმყოს თანაშემწეა”.

* * *

„კარგია გაღვიძებული ადამიანი, მაგრამ უკეთესია ადამიანი, რომელსაც ძილშიაც არ სძინავს ქვეყნის უბედურებით გულაღტკინებულს. კარგია სხვა ხალხის წიგნები, მაგრამ შენსას მაინც ვერაფერი შეედრება”.

* * *

„ოჰ, რა ავი საქმეა, მრუდე გზით სიარული!”

* * *

„რაც ბედს არ ნებავს, არასოდეს არ ხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება