ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„რისიმე შექმნას მოცალეობაც უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ გაჭირვებაა, კაკლის ნაჭუჭშიც უნდა დაეტიოს კაცი, არამცთუ პატარა ოთახში”.
* * *
„ჭაბუკმა აღტაცებით გაიმეორა ბალზაკის კალამბური: არაფერია უფრო ლამაზი, ვიდრე იალქებგაშლილი ფრეგატი, გაჭენებული ცხენი და მოცეკვავე ქალი!”
* * *
„ჭიდაობა ხომ ჭიდაობაა, იქაც, ჯერ ერთი კაცი არ მახსოვს, თავისთავი დამარცხებულად ეცნოს. გალახულიც თავის გამარჯვებას იქადის, სახვალიოდ თავს ინუგეშებს, გამარჯვებულს რაღაც ვერაგობასა სწამებს”.
* * *
„ – ილანძღეთ, რამდენიც გნებავთ, კარგ საქმეს ლანძღვა ვერას დააკლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა კაიკაცობითაა ნაშოვნი”.
* * *
„რა არის სიმდიდრე?! ბედნიერება უმისოდაც კარგად გრძნობს თავს”.
* * *
„ – ბედი სასწაულს ახდენს, ოლიკოჯან”.
* * *
„სათავე ხალხის წარმატებისა წარმატების წყურვილია”.
* * *
„რა ძნელი ყოფილა: გიყვარდეს, სურვილი გქონდეს ერთად ყოფნისა და შესაძლებლობა კი არა”. – (ავტორი გენია.ჯი)