ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ერთხელ დალაპარაკებით რომ გვესმოდეს ჩვენ ერთმანეთის, სხვანაირად იქნებოდა ცხოვრება აწყობილი”. – (ურვა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია შრომას მიჩვეული კაცისთვის უსაქმობა”. – (ბულდოგი)
* * *
„როგორც ჩანს, ერთხელაა სწორედ კაცი საბედისწერო ჭკუაზე. გროვდება, გროვდება გულში ბოღმა-ვარამი და ერთხელ ამოხეთქავს ვულკანივით”. – (ამრევი)
* * *
„ბეჩავი ვის უნდა?” – (გიგილო)
* * *
„ – ისტორიის დიდ მოსახვევებზე რამდენი პატარა კაცი, ან, თუ გნებავთ, რამდენი პატარა ქვეყანა გაჭყლეტილა. სახელმწიფოები ქრება, ერები ქრება, მსოფლიოს რუკები იცვლება, ჩემო ბატონო, თვალის დახამხამებაში, მაშინ, როცა ისტორია მოიქნევს თავის ღონიერ ხელს”. – (გიგილო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეიძლება, კაცო, ყველაფერი იცოდე, ყველაფერი გაანგარიშებულ-აწონილი გქონდეს, არაფერი გეშლებოდეს ადამიანს?” – (ურვა)
* * *
„ – ოჯახის ბოლომდე ერთგულ არაერთ მამაკაცს რომ არ ვიცნობდე, მეც კარგა ხანია ვირწმუნებდი ეკზისტენციონალისტების მიერ დაჟინებულ იმ ყბადაღებულ აზრს, რომ ცივილიზებული ადამიანის ცხოვრება ორი ნაწილისაგან – ოფიციალური და გასაიდუმლოებული მხარისაგან შედგება. რომ ადამიანური ინსტიქტების უმეტესობას ვერა დააკლო რა მის მიერვე შემოღებულმა ეთიკურმა კანონებმა, რომ აკრძალული ხილის გემო ადამის ნაშიერს ჩვენს დღეებამდე მოჰყვა და ვინ იცის, იქნებ ამ ორსახეობისდაფარულის და ცხადის თანაარსებობა ადამიანთა ცხოვრებას ინტერესს ჰმატებს”. – (დაუოკებელი)
* * *
„შვილს ვერ მოიკვეთ თურმე, ძნელი ყოფილა”. – (უფინალო ნოველა)
* * *
„ – მე მოტაცებით შევირთე ცოლი. ჩემმა ძმამაც. მამაჩემსაც მონატაცები ჰყავს დედაჩემი.
- რა საშინელებაა.
- რა? მოტაცება? სულაც არა. პირველი ხუთი საათი ჭირს, თორემ მერე ყველაფერი უზურში დგება. ახლა ნამეტანი სასიამოვნო პროცედურაა-მეთქი რომ გითხრა, განსაკუთრებით იმისთვის, ვისაც იტაცებენ-მეთქი, არ ვიქნები მართალი. განსაკუთრებით პირში ჩვრის ჩაჩრაზე გამოთქვამენ პროტესტს.
- ხომ შევიშლები!
- გააჩნია, ვინ მოგიტაცებს. თუ ცხრათავიანმა დევმა მოგიტაცა, შეიძლება ნერვული სტრესები დაგეწყოს, მეტი არაფერი. შეშლას ვერ მოასწრებ. ახალი ცხოვრება თავის ცოტა არ იყოს უხეშ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც სასიამოვნო კანონებს მოგახვევს თავზე და შენც შეეგუები. მეტსაც გეტყვი; მონატაცებ ქალებს რაღაცნაირი სიამაყის, თუ უპირატესობის განცდაც დაჰყვებათ მთელი ცხოვრების მანძილზე. – „ისე კარგი ვიყავი, რომ „მომიტაცეს”, – პატარა ამბავია?” – (გუმანი) – (ავტორი გენია.ჯი)