ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„ – გააჩნია, ვის როგორ ესმის მამულის სამსახური, თორემ ნახევარი საქართველო მუდამ „საქართველოს სიყვარულით” იყო დაქცეული!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ის დრო აღარაა, როცა მარტო ულვაშზე ხელის დადება საკმარისი იყო, ყოველ კაცს ნდობოდი”.
* * *
„ის კაცი, რომელმაც არ იცის, ხვალ რა გააკეთოს, უბედურია”.
* * *
„ყველაფერი შესძლებია დროსა და დროის ბრუნვას”.
* * *
„ნაცარქექიობით პურის შოვნას კაცის ხასიათი უმცირებია და უდუნებია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ენამ გულისა უნდა თქვას”.
* * *
„ – ღმერთო, ეგ რა სამართალი გქონია! ნუთუ ასეთია შენი კანონი? ნუთუ საშუალება არ უნდა გვქონდეს, ჩვენს იქითაც გავიხედოთ, ჩვენთვის თავდადებულ, ყველაზე უახლოეს ადამიანებს მაინც მივხედოთ? სად ქრება, როგორ ეძლევა დავიწყებას ჩვენი ბავშვობის მხურვალე ფიცი და აღთქმა საკუთარი თავის წინაშე, რომ, როცა გავიზრდებით, არაფერს არ დავზოგავთ ჩვენი მშობლებისა და აღმზრდელებისატვის? სად, როგორ, რატომ ქრება ეს წმინდფა აღთქმა? რა გვაქცევს ასეთ გულქვა არსებად, რომ ამის გახსენება სამარის კარამდე სანანებლად გვქონდეს და სიცოცხლე მოგვიშხამოს? რათ ვუკლავთ უძვირფასეს ადამიანებს ჩვენზე ზრუნვაში დაღლილ გულებს უმადურობით – ამ ყველაზე მწარე ტანჯვით?!”
* * *
„ – არა, ჩემო ძმაო, სრულყოფას საზღვარი სად ექნება! ამიტომაც გახლავთ კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენი”.
* * *
„მოსამართლემ სულს უნდა მიაგნოს კანონისას”.
* * *
„ჩვენს ქართველ კაცს ქარის არც მოტანილი უნდა, არც გატანილი”. – (ავტორი გენია.ჯი)