ამონარიდები ალექსანდრე კიკნაძის რომანიდან – „იბერიის ლეგენდა”
„ – ო, ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი დრო იყო. მე და მამაჩემი ვმოგზაურობდით, ბევრი ფული გვქონდა… – არა, არ გეგონოთ იმას ვამბობდე, რომ ბედნიერება ფულებშია. მაგრამ, დამიჯერეთ, როცა ფული არა გაქვთ, ან ძალზე ცოტა გაქვთ, ბუნების საუცხოო ფერებიც კი ხუნდებიან…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეა ხოლმე, გააჩნია, რა თვისებებს ეძებ ადამიანში და რა გინდა იპოვო”.
* * *
„პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის როდია ხოლმე შეუმცდარი”.
* * *
„ყველა იმგვარად აზროვნებს, რის უნარიც აქვს”.
* * *
„არის ხოლმე ისეთი რამ, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ერის ქალი როდის გაუგებს ხასიათს ქართველ კაცს, ყველა კი ვერ თანაუგრძნობს და შეუნდობს მას…”
* * *
„ჩვენ ჩვენს თავს ღარიბებად და ბედისაგან დაჩაგრულებად ვერ ჩავთვლით იმიტომ, რომ გაგვაჩნია ერთი სიმდიდრე, რომელსაც ეკვივალენტი არ მოეპოვება. ეს სიმდიდრეა საკუთარი ღირსების შეგნება. როგორც კი დავკარგავთ იმას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი გამოუსწორებელი სიღარიბისაკენ”.
* * *
„უსიამოვნება, რომელიც თან ახლავს ხანდახან პატიოსნებით ნაკარნახევ შენს ზოგიერთ მოქმედებას, განისაზღვრება იმით, რომ უკეთესი წარმოდგენა გექმენბა შენს თავზე”.
* * *
„ბევრია წვრილმანი პატივმოყვარე ხალხი, ვინც ყოველთვის ცდილობს დაფასებულ და ღირსეულ პიროვნებებთან დაახლოებას”.
* * *
„ყოველივე საუკეთესო, რაც შეუქმნია, გამოუგონია და აღმოუჩენია კაცობრიობას, წიგნებშია”. – (ავტორი გენია.ჯი)