ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – საერთოდ, ეს იცოდე, ჩემო ზაურო, თუ კაცს შენი ვალი აქვს, ხშირად არ უნდა შეეჩხირო თვალში, თორემ შესძულდები. ასე იცის ვალმა”. – (თებერვალი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარულის გარდა არსებობს, იქნებ არც ისე მთავარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ცხოვრება”. – (უფინალო ნოველა)
* * *
ახლანდელ ბოვშებს შენ გადაათქმევინებ რამეს?” – (თებერვალი)
* * *
„სიყვარული და უფლება ერთმანეთს ვერ ეწყობიან”. – (უფინალო ნოველა)
* * *
„თურმე ახალგაზრდობაში რაცაა კაცი, ის დანარჩენა ბოლომდე”. – (თებერვალი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გახსოვდეთ, ადამიანის ჯანმრთელობა ყოველდღე იცვლება”. – (დავიდარაბა)
* * *
„ – გახსოვს? შენ ერთხელ მითხარი: სიყვარული თანდაყოლილი თვისებააო, სიყვარულის ნიჭი ყველას არ დაყვებაო. ადამიანთა დიდი ნაწილი თავიდანვე განწირულია უსიყვარულობისთვისო. მართლა ასეა?
- კი”. – (უფინალო ნოველა)
* * *
„შვილი ვის მოსწყენია”. – (გალობით დაღლილი ბულბული)
* * *
„რას გაუგებ ადამიანს”. – (დავიდარაბა)
* * *
„სიყვარული განსჯას და ბჭობას ვერ იტანს”. – (უფინალო ნოველა) – (ავტორი გენია.ჯი)