ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”

„ – მე ვგონებ, როგორაც არ უნდა იყოს, უპატიოსნო კაცი მაინც ყოველთვის მოატყუებს პატიოსან კაცს და ამით ყოველთვის აჯობებს მას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩიტი ეკალს შეეხიზნება, კაცი კაცს როგორ არ შეეხიზნოს!”

* * *

„ – უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვი იგივ ადამიანია და, როგორც გაჩნდება, ღირსეულ დამოკიდებულებას და პატივს მოითხოვს ყველასგან”.

* * *

„ბანკი – ყველაზე ჭირვეული დაწესებულებაა, რაც აქამდე კაცობრიობას გამოუგონია”.

* * *

„ხვალე დღევანდელს უნდა სჯობდეს, მერმისი – აწინდელსა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ბედი სწორედ უნამუსო ქალია, – ღარიბი სძაგს, მდიდრის ეშხით მთვრალია”.

* * *

„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ნურას ველოდებით”.

* * *

„არავის ამქვეყნად თავის თავი არ ეკუთვნის. ათასი ვნებანი და გარემოებანი ბატონობენ ჩვენზედ”.

* * *

„ – რაც დღეს უნდა გაკეთდეს, დღეს უნდა გაკეთდეს! ხვალეს თავისი საზრუნავი აქვს!”

* * *

„ – შექსპირი იმის მაგალითია, რომ ნიჭიერი ადამიანები დიდ საქმეებს ჰკიდებენ ხელს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება