ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„თურმე მეზობელთან მეზობლურად უნდა იყო. არც მეტი – არც ნაკლები. არც ღობის მოშლა და ნამეტანი გაშინაურება ვარგა და არც, რასაკვირველია, ცხვირაბზუებით განგან სიარული”. – (ხეო სიცოცხლისაო) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – კარგია ასე ცხოვრება, მე და ჩემმა ღმერთმა. „მე არავის საქმეში არ ვერევი”. – (ფუღუ)

* * *

„ყოველთვის ვერ მოაქცევ კაცის ნამოქმედარს კანონისა თუ უკანონობის ჩარჩოებში. კაციშვილი სხვა ვიღაცაა, ჯერ ამოუცნობი და წაუკითხავი”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი)

* * *

„ცხოვრებაა ეს ოხერი და მუდრეგი. არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს”. – (ხეო სიცოცხლისა)

* * *

„ – ადამიანი, ბატონო, ბევრად არ შეცვლილა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ფაღარათმა მოკლა ალექსანდრე მაკედონელი და რომის იმპერატორების უმეტესობას ბუასილი სტანჯავდა. პირიქით, ახლა უფრო გამძლე და მაგარია ადამიანი. ცოტა მეტი თავის მოვლა ვისწავლეთ და რაღაც-რაღაცაების წამალიც გამოვიგონეთ”. – (ცხენოსანი)

* * *

„ – რას ჰქვია მშვიდად უნდა შეხვდე სიკვდილს. რომელი ერთ საათს გადასაპატიჟებლად მოსული ნათლი-მამა ეგ არი, სამუდამოდ მიყავხარ ამ ქვეყნიდან. საით მიყავხარ? მოუსავლეთში, შავეთში, გადასაშენებლად, გასაქრობად, ჭია-ღუის დასაჭმელად”. – (ხეო სიცოცხლისაო) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგადად ყველაფრის პასუხს მოძებნი კაცი”. – (კითხვა-ძახილის ნიშანი)

* * *

„ჭირმა თუ ასე გამოცვლა იცოდა კაცის, ვერ წარმოვიდგენდი”. – (ხეო სიცოცხლისა)

კომენტარის დატოვება