ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„რამდენი უბედურება ხდება იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, არ სურთ ან არ ცდილობენ ერთმანეთს გაუგონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგი მოძღვარი იგია, ვინც საკუთარ ქადაგებას მისდევს”.
* * *
„ავი სულები, ხშირად, კეთილი სახით ევლინებიან ქვეყანას”.
* * *
„ვისაც შენი მტერი უყვარს, იმას შენ არ უყვარხარ!”
* * *
„ – გვირგვინოსანს ის სჯობია, ვინც ღირსია გვირგვინისა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – საცოდავო მართალო, გულახდილო და გულუბრყვილო ადამიანო! შენი ღირსება ვინმეს სწორად გაუგია და დაუფასებია ამქვეყნად?”
* * *
„გამხმარ ხეზე ფოთოლს რა ახარებს?!”
* * *
„სამშობლოს გონიერი სამსახური კაცობრიობის სამსახურია”.
* * *
„სხვა რა უფლებაა ადამიანისა იმაზედ უცილო, იმაზედ სანატრელი, იმაზედ წმინდა და უძვირფასესი, რომ კაცმა კაცისაგან პატივისცემა, ღირსეულად და მართებულად მოქცევა ითხოვოს?”
* * *
„ – ერი ვერ განვითარდება და ვერ აღორძინდება, თუ უდიდესი ნაწილი ამ ერისა მუდამ სიღარიბეში დარჩება და ადამიანური ცხოვრება არ ექნება. გათავდა ბატონყმობა, დადგა სხვანაირი ბატონყმობა. ნაბატონარი ნაყმევს ვერ იტანს. ერი გათვითეულებულია, დაშლილია. არის თავადი, აზნაური, ვაჭარი, გლეხი, მუშაკაცი, ქართველილი, კახელი, იმერელი, მეგრელი, მაგრამ სადაა ქართველი!” – (ავტორი გენია.ჯი)