ამონარიდები ალექსანდრე კალანდაძის რომანიდან – „გარდამოხსნა”
„გაჭირვება და შიმშილი კაცის გამოფხიზლების დედაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სახარების მცნება არ დაივიწყო: ოდეს ჰყოფდე მოწყალებასა, ნუ სცნობს მარცხენა შენი, რასა იქმოდეს მარჯვენა შენი. არამედ ჰქმენ საიდუმლოდ!”
* * *
„კაცმა ის უნდა აკეთოს, რაც გულით სწადია”.
* * *
„შეცდომა თვისებაა ადამიანისა”.
* * *
„ნათქვამ სიტყვას არც აქეთ გადაეხვევა, არც იქით!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხის სახელით ვინც რამეს ითხოვს, უნდა იცნობდეს ხალხს და იცოდეს მისი აზრი”.
* * *
„საშიშია დაუმარცხებელი კაცი!”
* * *
„ჭეშმარიტი დიდებისათვის სხვისი დამცირება არ არის საჭირო!”
* * *
„განა მოიძებნება იმისთანა ხალხი, სამშობლო არ უყვარდეს?”
* * *
„სხვისი ნუ გინდა რა, შენი იკმარე!” – (ავტორი გენია.ჯი)