ამონარიდები გიორგი ნატროშვილის თხულებებიდან…
„სატკივარს არ უნდა გაუტყდე, არ უნდა დაემორჩილო, თორემ, ისე მოგთელავს, კაცის სახეს დაგაკარგვინებს…” – (შინდისფერი ყელსახვევი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სტუმარი უნდა იცოდე, ვინ არის!” – (მინდვრის ბიჭი)
* * *
„ – ვეღარა გავიგე რა ახალგაზრდებისა… ხან მთის გადმოტრიალება შეგიძლიანთ, შვილო, ხან კი სიტყვა ვერ გაგიბედნიათ…” – (ნიშნობა)
* * *
„ხანდახან ისეთ რამეს გაიგონებ, ყურს არ გინდა დაუჯერო…” – (მინდვრის ბიჭი)
* * *
„ – მე ისეთი ნასწავლი მიყვარს, ამ მიწის პატრონიც რომ იქნება… ამ მიწას რომ ჩაჰბღუის…” – (ნიშნობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვერ ვიპოვეო… რათ ეძებთ იმას, რაც არ დაგიკარგავთ!” – (მინდვრის ბიჭი)
* * *
„ამ წუთისოფელს დიდხანს ვინ შერჩენია?!” – (უდარდელი კაცის სიკვდილი)
* * *
„საქართველოში ვის გაუგია, კაცმა ქალს შემოჰკრას?!” – (ციცინო)
* * *
„როცა სამშობლოს საშველად მიდიხარ, თერგის ზარდამცემი მტეხიარობაც სატრფოს უნაზეს ჩურჩულად მოგეჩვენება”. – (სიზმარი)
* * *
„ – ყველამ ქაღალდში ყურება რომ დაიწყოთ, ამ მიწას ვინღა მიხედავს, აი ამ საქართველოს, ამას ვინღა მოუვლის?” – (ნიშნობა) – (ავტორი გენია.ჯი)