ამონარიდები გიორგი ნატროშვილის მოთხრობებიდან…
„გულს ერთი ადგილი ჰქონია, იპოვე ის და კაცი შეუძლებელს შეიძლებს”. – (შელოცვილი ვაშლი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადამიანობა ეგ არის, შვილო! გაჭირვებულს უნდა მიეხმარო, უკან არ უნდა დაიხიო, ბუჩქებში არ უნდა დაიმალო”. – (ნუ სტირი, ბიჭო!)
* * *
„ – ჭირმა დასწყევლოს და ამოაგდოს ზარმაცი კაცის სახსენებელი. და ამ ზარმაცებში ყველაზე უარესები, იცი ვინ არიან? ვინც თავის ბედოვლათობას, ასე ვთქვათ, იდეურ გამართლებას მოუძებნის ხოლმე – ჩემი მოწოდება ეს ხელობა არ არისო, მე სულ სხვა მიზანი მქონდა ცხოვრებაშიო, და კიდევ ვინ მოსთვლის… თან ამ, თითქოს განგებისაგან მისთვის ამორჩეულ მოწოდებაზე რომ ლაპარაკობს, თავის შესაძლებლობას აღარ ითვალისწინებს, თითქოს ყველაფერი მარტო სურვილზე იყოს დამოკიდებული”. – (თეთრხალათიანი კაცი)
* * *
„ამბობენ, განსაცდელში ადამიანი საშინლად ეჭვიანი ხდებაო”. – (უცნობი ჯარისკაცი)
* * *
„ – ჰეი, რა არ მოეჩვენება ხოლმე კაცს”. – (ქართველი ჯარისკაცი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეგრეა, სადაც მეტს გაჭმევენ, იქით წახვალთ”. – (საჭიდაო)
* * *
„ – ეეჰ, შენ არ იცი, ჩემო გაბრიელ, – ამოიოხრა ეფრემმა, – შენ რომ პლუტარქე წაკითხული გქონდეს, გეცოდინებოდა: კარგი სარდალი მუდამ აგებს ომს ცუდთან… და რათა ხდება ეს, იცი? უხეირო სარდალს ომის წესი ფეხებზე ჰკიდია… შენ რომ მარცხნიდან მოელი, ის მარჯვნიდან შემოგიტევს…” – (ისმაილის ნათლობა)
* * *
„ – ომიდან შინ მოუსვლელის წარამარა ხსენება არ შეიძლება! თანაც, როცა მის დედას ელაპარაკები, ისე უნდა ილაპარაკო, როგორც ცოცხალზე. იყოო, არ უნდა წამოგცდეს, არასგზით არ უნდა წამოგცდეს. იმიტომ, რომ ისევ ელის დედა, რა ვუყოთ, რომ ამდენ ხანს არა ჩანს, ხომ ამბობენ, აქ, ქალაქში კი არა, მაგრამ სადღაც, სოფელში შვილი ასე დაკარგული ჰყავდათ და ახლა ჩამოვიდაო, მეორეზე ამბობენ – წერილი მოიწერაო. დადის ეს ხმები ხალხში და დედაც არ ტყდება”. – (ყამიშ-ბურუნი)
* * *
„ამბობენ, მტრის მიწაზე მოსიარულის პირველი მცნება ის არის, გზაზე ნუ ივლიო”. – (მფრინავის დაბრუნება)
* * *
„ბევრჯერ მოხდება ხოლმე, რომ კაცსა თუ ქალს ერთიმეორეს ძებნაში, როგორც უღრან ტყეში, მხარი ექცევა, სულ აღარ გაივლის იმ ბილიკზე, სადაც თავისი თანამგზავრი ელოდება, რათა ერთად გასწიონ უღელი ცხოვრებისა. ბევრსაც გზა დაებნევა, კვალი შეეშლება, ვიღაც უცხო თავისად მოეჩვენება. სხვის უღელში შეებმება ხოლმე და მაშინ უღელი მრუდდება, კვალი სწორედ აღარ მიდის”. – (შინდისფერი ყელსახვევი) – (ავტორი გენია.ჯი)