ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ყველას რომ იმაზე მეტი გვინდა, რაც ბუნებამ გვარგუნა – ესაა ჩვენი უბედურების თავი და თავი”. – (სიკვდილის წინა დღე) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს წუთები იმ ბაწრის მიღმა რომ გექაჩება ზოგჯერ, ჩვენს ცხოვრებას ჩვენ თვითონვე რომ შემოვავლეთ”. – (ქარი, ქარი, ქარი…)
* * *
„ძუკუს საქმე ძუკუმ იცის”. – (ბოლო)
* * *
„არ შეიძლება კაცს ბრალად დასდო – რატომ გეშინიაო”. – (გვანჯი)
* * *
„ – ხომ იცი, გენიოსს გენიოსი ნაკლებად უძმაკაცდება. გენიოსს უფრო სულელისკენ მიუწევს გული”. – (სიკვდილის წინა დღე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხუმრობა იქეთ იყოს. ღმერთმა კარგად მიმყოფოს ჩემი მეგობრები, მაგრამ ყველას ურჩევნია, რომ მკვდარი ვიყო.
- რას ლაპარაკობ?
- ცუდი რამ არ იფიქრო, ვარლამ. ესეც ზედმეტი სიყვარულით მოსდით. ჩვენ ხომ ერთმანეთი მკვდარი უფრო გვიყვარს, ბალდახინზე გაჭიმული”. – (სიკვდილის წინა დღე)
* * *
„ – ყველას თავისი საქმე, თავისი ცხოვრება აქვს.
- ასე ყოფილა, კი”. – (ბოლო)
* * *
„ – მამაჩემი მეტყოდა, პატივცემულო, ხანდახან შენს თავს უნდა შემოესწროო. უსწავლელი კაცი იყო. იცით რას ნიშნავს ეს თქმა? შენს თავს რომ გარედან შეხედავ. შენს საქციელს რომ შემოესწრები. ახლა მივხვდი, რა მართალი ყოფილა მამაჩემი”. – (ჯაჭვი)
* * *
„მეგობრებისაგან იმაზე მეტი არ უნდა მოითხოვო, რაც გეკუთვნის”. – (სიკვდილის წინა დღე)
* * *
„ – იცით, ადამიანები ძალიან ხშირად ჰგვანან სახელებს. ან მერე ემგვანებიან”. – (სიკვდილის წინა დღე) – (ავტორი გენია.ჯი)