ამონარიდები გიორგი ნატროშვილის პიესიდან – „ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე”
„ – ეს რომანტიზმის კი არა, ლაჩრების საუკუნეა, ხახვის ფრანტებისა და ჩინჩხვრის კაცებისა, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანმა ადამიანს შეიძლება ხელი გაუწოდოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მაშ გული აღარ არის ქვეყანაზე?
- გული არის, მაგრამ მაზრის უფროსისათვის სავალდებულო არაა იქონიოს იგი. როგორც ჩანს, რაც ზევით წახვალ, გული სულ აღარ არის საჭირო”.
* * *
„არის ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რასაც მოკვდავთა ენა ვერ გამოსთქვამს”.
* * *
„ჩინი შეიძლება წაგართვან, მაგრამ ვაჟკაცობიდან ვერ ჩამოგაქვეითებენ!”
* * *
„სადღაა ქვეყანაზე სიყვარული? ის ზღაპრებშიღა დარჩა. ჩვენ კი მაინც დავდივართ მის საძებნელად… ვერსად ვერ გვიპოვია და ამიტომ არსად არ გვიჩერდება გული, არც ცაზე, არც მიწაზე”.
* * *
„ – ჭირსაც წაუღია, რაც ქვეყანაზე იმპერატორები არიან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – საქართველოში ვინ იქნება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი არ უყვარდეს, მაგრამ ის ყველას თავისი ჰყავს, თავისებურად წარმოუდგენია. მეცა მყავს ჩემი ბარათაშვილი. მარტო წიგნი კი არა, ცოცხალი, ნამდვილი… სევდიანი და მჭმუნვარე, თანაც, ანცი და მხიარული, თვალცრემლიანი და მოღუშული, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ათასჯერ მენახოს. იმ ჩინოვნიკებს კი, კავკასიას რომ განაგებდნენ, თავიანთი ტოლი ეგონათ… უარესიც, თავიანთი ხელქვეითი ეგონათ. ის გენიოსი იყო. იმის ნაცვლად, რომ მუხლი მოეყარათ მის წინ, ვორონცოვის სასახლიდან საყვედურებს უგზავნიდნენ”.