ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„უნდა გქონდეს კაცს შენი საიდუმლო – რაღაცა გულში სამუდამოდ ღრმად დამარხული, სხვის ყურს რომ არ მიაკარებ და საჯიჯგნსაკამათოდ არასოდეს აქცევ”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რომელი მორევიც დამახრჩობს, ჩემთვის ყველა ზღვაა”. – (ყვავილი)
* * *
„ – არ მითხრას არავინ, ქალის გატეხვა არ შეიძლებაო”. – (სევასტი)
* * *
„ – ოციდან ორმოც წლამდე ძალიან სწრაფად გარბის დრო. ცოლ-შვილს ეკიდები, შენს ბუდეს იწყობ, რაღაცას ჩალიჩობ, რაღაცას ნერვიულობ, შენი პრობლემები გიჩნდება და თავის ასაწევად, მისახედ-მოსახედად დრო აღარ გრჩება”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…)
* * *
„და-ძმა რომ ერთად მიდის ქუჩაში, იმაზე კარგი არის რამე?” – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან გოგონები, სხვანაირი თვალით რომ არ შეხედავ”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…)
* * *
„ – არაყი საქმეჩი არ გამოდგების. ღალატი იცის, თორემ სხვაფრივ კაი არს, დარდის მტერია”. – (ზვიადაური)
* * *
„უარესიც ხმდების…” – (ზვიადაური)
* * *
„ – ხომ გაგიგონიათ, ბატონო, ჩვენც მართალი ვიქნებით, როცა აღარ ვიქნებითო.
- ეგრე არ არი, შვილო, ჩვენა ზოგჯერ მეტისმეტი სიჩქარითა ცუდსა კარგიც გავაყოლეთ. ვერ შევინახეთ ძველების სიტყვა, ვერ გადავარჩინეთ”. – (წამალი)
* * *
„არ გვესმის, არა, ადამიანებს ერთმანეთის”. – (მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა…) – (ავტორი გენია.ჯი)