ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – ჯოჯოხეთშიც ქე ცხოვრობს ხალხი, რავა…” – (იქ) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამთან თქმული ეშმაკისაა”. – (ახირებული)
* * *
„ბავშვებს ყველაფერი უხდება”. – (მწერი)
* * *
„დასხლეტილ სიტყვას თუ გამგონი არ დახვდა, ქვესკნელს ჩაივლის”. – (ახირებული)
* * *
„რა ბედნიერია ადამიანი, რომელმაც ამ წუთისოფლის ტრიალისა ცოტაზე ცოტა რამ იცის”. – (დოლომისი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – კარგისთვის მადლობას არავინ გეტყვის, პატარა რაღაც შეგეშლება და ტყავს გვაძრობთ”. – (კომედია)
* * *
„კაცი ყორიფელს ეიტანს”. – (ახირებული)
* * *
„ – ნუ გგონია ჭკუის გასაღები მარტო შენ გედოს ჯიბეში”. – (ახირებული)
* * *
„ოჩან ვირს ხანდახან თუ არ დაყევი, კლდეზე გადაგაგდებს”. – (მწერი)
* * *
„ბევრი უსაქმური დაგროვდა ქვეყანაზე, მიზეზი შორს გაგვიტყუებს”. – (ახირებული) – (ავტორი გენია.ჯი)