ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ასე არ შეიძლება. ჩვენ თუ არ ვივარგეთ ერთმანეთისთვის, უფრო გამწარდება ეს წუთისოფელი”. – (ცრემლი სად არის) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტრისას თოხს და კომბალს გაბუტული გლეხი”. – (გული)
* * *
„რაც ღმერთმა შეგვახვედრა, ის იყო ალბათ ჩვენი იღბალი”. – (მეზობლები)
* * *
„ – გაგებამდეა, ბიძია, ეს ქვეყანა, თქვენც ასე ბაირამობთ თქვენს საქმეში, სანამ გაგიგებდნენ. რომ გაგიგებენ, მერე მეყოლე კარგად”. – (პაჭულია)
* * *
„ – კაცი წაბლი როდია, ჩემო ჯოტო, ჩენჩო შემოახმეს და მთელი დარჩეს. ღმერთს ისე მოუწყვია ჩვენი საქმე, რომ გული ხორცზე ადრე ცვდება და ხმება”. – (გული) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იქნებ შვილმა ვერ გცეს ხანდახან ისეთი პატივი, საქონელი რომ გცემს”. – (ჯორი)
* * *
„ღმერთო ნუ მოშლი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის გასაოცარ ადათს”. – (ნელი ნიკურაძე)
* * *
„კაცი უნდა, პატრონი უნდა სოფელს”. – (გული)
* * *
„ – შიში მიპყრობს. იმის შიში კი არა, უპატრონოდ რომ მოვკვდები და გულზე ხელის დამკრეფი არავინ მეყოლება. ყველანი წავალთ, მე იმის შიში მკლავს, ადრე თუ გვიან მამალი რომ აღარ იყივლებს ჩემს ეზოში, კვამლი რომ აღარ ამოვა ჩემი ბუხრიდან”. – (გული)
* * *
„გამორჩენის გარეშე ბევრი ხელს არ გაანძრევს დღეს”. – (მეზობლები) – (ავტორი გენია.ჯი)