ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”
„ოჯახის სიმყუდროვე ის სიწმინდეა, რასაც მხოლოდ უგულო ადამიანები თუ უარყოფენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამშობლოს განთავისუფლება! ამ სიტყვების წარმოთქმაც კი შიშს მოგვრის ადამიანს, იმდენად დიადნი არიან ისინი”.
* * *
„ბავშვს ზურგს არ შეაქცევენ ხოლმე, დაიხსომეთ”.
* * *
„ადამიანს რომ დაუახლოვდე, აუცილებელია ერთხელ მაინც ესაუბრო მას პირისპირ”.
* * *
„როცა საქმე შენს თვისტომთ ეხება, უარის თქმა შეცოდებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენი დრო ჩვენ როდი გვეკუთვნის.
- მაშ ვის?
- ყველას, ვისაც კი ვჭირდებით”.
* * *
„ – ძალიან გიყვართ თქვენი სამშობლო?
- ეს ჯერ არავინ იცის. აი, როდესაც რომელიმე ჩვენგანი მისთვის მოკვდება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას იგი უყვარდა”.
* * *
„ – ვინღა უნდა მიყვარდეს, თუ ჩემიანების მიმართ გულცივი ვარ?”
* * *
„კეთილი საქმის ჩადენა… დიახ, ეს მთავარია ცხოვრებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)