ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – განა ჩემგან გესმით პირველად, ხუსეინ ბიძავ, რომ საქართველო აქედან დაიწყო. ამ ადგილას, სადაც ახლა მთიანი აჭარა და მესხეთია – „საქართველოს სინაი” შეარქვეს ძველებმა, აქ დაირწა ქართული გვარტომის და კულტურის აკვანი. ერთი ხელის გაწვდენაზეა ჩვენგან ხანძთა, ოპიზა, ფორთა, შატბერდი, წყაროსთავი, არტანუჯი, მიძნაძორი, გიორგიწმინდა, ხიხანი, ცხმორისი… განა ჩემგან გესმით პირველად, რომ ერთი დიდი საქართველო ჩვენი სისხლი და ხორცი, ჩვენი გულიდან მონაგლეჯი სარფსგაღმა დაგვრჩა და ძილშიც არ გვასვენებს, ეს ჩვენი მოურჩენელი ეროვნული იარა”. – (ყივილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მაინც საიდამ გაჩნდით, კაცო, ამდენი ურწმუნო თომა ამ ქვეყანაზე? ჩემ კბილებსა ჰხედამ?
კბილები დაკრიჭა და კურდღლისა და მგლის მულტფილმის პერსონაჟივით შემომაცქერდა, ვერაფერს იტყვი, მისი ასაკის კაცისთვის მშვენიერი, ჩაწიკწიკებული კბილები აქვს.
- თქვენა, როგორც კი კბილი აგტკივდებათ, მაშინათვე ექიმთან გარბიხართ. ეგრე არ არი? ახლანდელებსა მოთმინების ჭიპი მოჭრილი გაქვთ. ექიმი კიდენა არც აციებს, არც აცხელებს, ბურღამს და ბურღამს კბილსა, ბურღამს და ბურღამს. ნერვი უნდა მოვკლაო. რათ უნდა მაჰკლას ნერვი, კაცო? ე ნერვი რო საჭირო არა ყოფილიყო, ღმერთი არც დააყოლებდა კბილსა. ნერვმკვდარი კბილი კიდე ერთ წელიწადში მოფალფალდება, დაავლებს ექიმი გაზსა და ამოგთხრის. ამას ეძახიან მკურნალობასა. პაპაჩემმა მასწავლა თორმეტი წლის ბავშვსა. ახლა წადი და ჩემი შვილების კბილები ნახე, ჩაბურღულ-ჩაუბედურებული, შეგეცოდება პირდაპირ. თუ კბილი არ გივარგა, საჭმელ თივის გემო აქვს, ეგრე არ არი?” – (წამალი)
* * *
„ – იცოდე, კაცთა სიგლახეს გამართლება არა აქვს”. – (იაკინთე)
* * *
„ადამიანთა უცნაურობას საზღვარი არა აქვს, ჩემო მკითხველო”. – (სიზმარი)
* * *
„ – მე დავამტკიცე, რომ ორმოცდაათსგადაშორებული მამაკაცები, გულჩვილნი ხდებიან”. – (ღორი ქალაქში) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვის ვუმტკიცო, როგორ უხარია ქართველ კაცს სტუმარი?!” – (თითქოს თოკით ეწევიანო…)
* * *
„ – რამდენჯერ ინანა კაცობრიობამ განუსჯელი ნაბიჯის გამო, რამდენჯერ დავგმეთ კანონის ბრმა გამტარებლები, ადამიანის ბედს კამათელივით რომ აგორებდნენ. კანონს კი ეშველება, მეორე კანონით შეცვლიან, მაგრამ წამხდარ საქმეს არაფერი შველის, ბაბუა”. – (იაკინთე)
* * *
„სიზმარი კი არა, კაი ნამამლი კვერცხი არ ამართლებს დღეს თბილ საბუდარში”. – (სიზმარი)
* * *
„ადამიანი რომ არ ისაშუალებს, ისეთი არის რამე?” – (ღორი ქალაქში) – (ავტორი გენია.ჯი)