ამონარიდები გიორგი ნატროშვილის თხზულებებიდან…

„რა ბედნიერი დღე გათენებულა… საქართველოში მიდიან!” – (სიზმარი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – მარტო პური ხომ არ ზრდის ადამიანს, მით უმეტეს გოგოს გაზრდას რამდენი ვაი-ვაგლახი უნდა!” – (ნიშნობა)

* * *

„ოსტატის ხვედრი ხშირად ის არის, რომ მისი სახელი დაავიწყდებათ ხოლმე!” – (უდარდელი კაცის სიკვდილი)

* * *

„ – ერთიმეორის წამხედაობით დღეს ყველა ასე იქცევა. ქალს კი არ სინჯავენ, იმის დიპლომს უყურებენ”. – (შინდისფერი ყელსახვევი)

* * *

„ – სამართალს შენთან რა ხელი აქვს, პაპავ! ის მარტო ცუდ კაცს დასდევს…” – (ისევ გაზაფხული იყო იორზე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – შე ღმერთგამწყრალო, მთელი ავსტრია შემოიარე და ახლა გურია გეშორება?” – (მატარებელი არ იქნება)

* * *

„მარტო ლიტონ სიტყვას რა მადლი აქვს”. – (ისევ გაზაფხული იყო იორზე)

* * *

„გუთნისდედისათვის თოფი ვის დაუკრავს…” – (შიში)

* * *

„ – ყურს თუ არ უჯერებ, თვალებს მაინც დაუჯერე, ბერიკაცო!” – (ისევ გაზაფხული იყო იორზე)

* * *

„ვაი, კაცის უმადურებას!” – (ისევ გაზაფხული იყო იორზე) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება