ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – ჩვენი თაობა, როგორც ჩანს, ღვინოს ვერ იტანს”. – (დოლომისი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენ თუ არ თქვი, მე თუ არ ვთქვი, ზარი თუ ვინმემ არ ჩამოჰკრა, ხომ დღითიდღე უკან წავა, ისედაც დაქანებული საქმე. ოდესმე ხომ უნდა შეიცვალოს რაღაც, ვინმემ ხომ უნდა დაიძახოს გაბედულად. ვინმემ ხომ უნდა შეუჩუჩხუროს მუგუზალს. რამ დაგვღალა ასე? თავი ვინმემ ხომ უნდა აიტკივოს?” – (გულთმისანი)
* * *
„ბარელთ ნუ გეწყინებისთ, დიაცის ფასი მთაჩი უკეთ იციან”. – (ზვიადაური)
* * *
„ – თუ ქვეყნის სიკეთე გინდათ, ახლა, ძალით თუ ნებით, ორი რამ უნდა გააკეთოთ: პირველი – თოხი და მწყემსის კომბალი მისცეთ ხელში გამოგონილ სკამებზე უსაქმოდ მჯდომებს, მეორე – მიწას ბევრზე-ბევრი ცრუ პატრონი ნუ ეყოლება – მიწა მიწის მუშას უნდა ეკუთვნოდეს”. – (ახირებული)
* * *
„ამ დაძაბულობას, ამ დაჭიმულ ნერვებს თუ რამე არ მოვუხერხეთ, დაიღუპება კაცობრიობა”. – (ალე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თქვენ ეძებთ გზებს, ისე როგორ მოევლოს საქმეს, რომ ყველას უკლებლივ თეთრი ხელთათმანები და გაუთოვებული შარვლები შეგრჩეთ. ასე არაფერი არ გამოვა”. – (ახირებული)
* * *
„წყალთან ყინჩობა არ ეგების”. – (ზვიადაური)
* * *
„სითბო ვაჟკაცის მტერია. ძილსა რევს”. – (ზვიადაური)
* * *
„ახლა სხვა დროა. მათრახის ტრიალის დრო წავიდა”. – (ახირებული)
* * *
„ – მამიკო, მომეცი რა თხუთმეტკაპიკიანი.
- კიდევ წააგე? – მამამ გვერდზე ზიზღით გააპურჭყა.
- კინაღამ მოვიგე ახლა.
- კინაღამ გაჭმევს პურს?
- მომეცი რა, გეხვეწები, მეტს აღარ მოგთხოვ.
- გადაშენდი იქით! – კაცმა ზურგი შეაქცია ბავშვს და მე მომიბრუნდა.
- ორი მანეთი ისე წამღლიტა ამ მაიმუნობაში ახლა, რაც აგერ ვარ, რომ ხელი არ ატოკებია. დოუფჩენია პირი და შაბათის მათხოვარივით თხუთმეტიანს მთხოვს. ეს გამოვა კაცი, ეეს?” – (მწერი) – (ავტორი გენია.ჯი)