ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ისეთი დრო მოდის, ისე მოგვერია ეს მანქანები და ისე ვშორდებით ერთმანეთს, რომ თუ რამე გადაგვარჩენს, მეტი სიყვარული და კაცის თაყვანისცემა გადაგვარჩენს”. – (ცრემლი სად არის) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უყურადღებობაზე გლახა არაფერია ამ ქვეყანაზე”. – (მსჯავრი)
* * *
„საერთოდ არაფერზე თვალი არ უნდა დახუჭო კაცმა”. – (მწერი)
* * *
„ – მომისმინე ბატონო. როცა თქვენ გჭირდებათ, ეს ჩემი ხანდაზმულობა ღირსებაა და როცა მე მჭირდება, მძიმე სენი?” – (გული)
* * *
„სილამაზის გრძნობა ყოველთვის ყვიროდა ქართველი კაცის ხასიათში”. – (სხვანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალია, დავარდნილ ცხენს ბუზები უფრო ეტანებიან”. – (გული)
* * *
„ჩვენი ბრალია ბევრი უმსგავსობა. ჩვენ არ ვართ ადამიანები, ჩვენს სიმაღლეზე!” – (მწერი)
* * *
„სული გაქვთ ყელში ახლანდელებს”. – (მსჯავრი)
* * *
„ – სიტყვით ყველანი კაი ბიჭები არიან. გულზე ხელის ბრაგუნი და შეძახება თქვენი მოსაწონი იციან, მაგრამ საქმე? საქმე რა არის, იცი ბაბა? კერია არ უნდა გააცივო, ბალახი არ ამოვიდეს შენს კიბეზე. რად გინდა სკოლის ლამაზაი შენობა, ბალღებით თუ არ არის სავსე, რად გინდა პანთეონი, ახალ მკვდრებს თუ ვერ მიუმატებ”. – (გული)
* * *
„კაცი ან იქით უნდა იყოს, ან აქით”. – (მსჯავრი) – (ავტორი გენია.ჯი)