ამონარიდები ივანე ტურგენევის რომანიდან – „წინადღით”
„ – იყო დრო, როდესაც ქალიშვილები ნებას არ აძლევდნენ თავის თავს, რომ ზემოდან ეცქირათ თავისი მშობლებისათვის, როდესაც ურჩები ცახცახებდნენ მშობლის ძალაუფლების წინაშე; ეს დრო წავიდა, სამწუხაროდ; ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ ზოგიერთებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნეტავ როგორ არის, რომ ადამიანები ცოცხლები რჩებიან, როცა საყვარელი ადამიანი უკვდებათ”.
* * *
„ზოგიერთმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბედნიერებისგანაც შეიძლება იტირო”.
* * *
„ – მე და შენ, ძმაო, ფუფუნებით ცხოვრებას შეჩვეული ადამიანები არა ვართ, არც არისტოკრატები, არც ბედისა და ბუნების ნებიერნი ვართ ჩვენ, და ასე გასინჯე, არც მოწამენი, – ჩვენ ვართ მშრომელნი, მშრომელნი და ისევ მშრომელნი. მაშ, აიფარე შენი ტყავის ფეშტემალი, მშრომელო, დადექი შენს დაზგასთან, შენს ჩაბნელებულ სახელოსნოში! მზე კი, დაე, სხვებისთვის ელვარებდეს!”
* * *
„ჭკუის ძალის დატანება კარგია, მაგრამ განსაზღვრულ დრომდე, განსაზღვრულ ასაკამდე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შეუძლებელია იყო ვაჟკაცი, მებრძოლი და იმავე დროს დარჩე თვინიერი და რბილი”.
* * *
„ – გაზეთების მიხედვით ომი აუცილებელია”.
* * *
„ცხოვრება ტლანქია!”
* * *
„ჩვენს ყრუ ცხოვრებაშიც არის საკუთარი სიამაყე და საკუთარი ბედნიერება!”
* * *
„არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავის სწამდეს კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)