ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…

„ხანდახან ჩავარდები კაცი, არაა საშველი”. – (ექიმბაში) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ეტყობა სიკვდილი მაშინ მოდის, როცა იმედს დაკარგავ”. – (61-11-25)

* * *

„ – შუბლზე არსებული ის ერთი ძარღვია თურმე რომ გაკავებს, მეტი არაფერი”. – (პაჭულია)

* * *

„ – სადა აქვს ღმერთს სამართალი, რაღაც თუ არ დაგაკლო, რაღაცაში თუ არ დაგჩაგრა, ისე გაგიშვებს?” – (პაჭულია)

* * *

„ასეა, ბოლოს ნებისყოფა იმარჯვებს”. – (ნელი ნიკურაძე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი ძაღლზე უარესია. რომ გგონია, მეტს ვეღარ შევძლებო, სწორედ მაშინ გაქვს ერთი ჭყანა ხელებში, სიცოცხლის დასაცავად რაღაცა თადარიგივით აქვს შენახული ჩვენს ძარღვებში ღმერთს”. – (ჯორი)

* * *

„ – ხომ ხედავ, უნიჭობამ წალეკა ქვეყანა!” – (ნუ დააგდებ…)

* * *

„დღეს ყველა შოვნაზეა გადასული”. – (პაჭულია)

* * *

„ადამიანები უმეტესწილად თავს ინუგეშებენ და საოცარი ის არის, რომ თავიანთი საქციელის გასამართლებლად საბუთებს ყოველთვის პოულობენ ხოლმე”. – (61-11-25) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება