ამონარიდები გიორგი ნატროშვილის თხზულებებიდან…

„ახალ-უხლებს თავიანთი მამა-პაპის მიწა ჩალის ფასად არ უღირთ…” – (ნიშნობა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭკუა აქვს იმ კაცს, ვინც თავის პროფესიას სწუნობს და სხვისას ეპოტინება?” – (თეთრხალათიანი კაცი)

* * *

„ერთადერთი და განუმეორებელი ლამაზი სწორედ იმდენია ამ წუთისოფელში, რამდენიც შეყვარებული ჭაბუკის გული ფეთქავს”. – (შინდისფერი ყელსახვევი)

* * *

„ექიმობაზე უფრო კეთილშობილი პროფესია სად მოიძებნება ქვეყანაზე”. – (თეთრხალათიანი კაცი)

* * *

„სიყვარული – მიუწვდომელია გზები მისი, მუდამ უცნობი, დაუკვალავი”. – (შინდისფერი ყელსახვევი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რაკი ხუმრობა უყვარსო, ზოგს ასე ჰგონია, დარდი არ ეცოდინებაო. არა, ძმაო ეგრე არ არის”. – (თეთრხალათიანი კაცი)

* * *

„დედას ყველაფერი ეპატიება”. – (შინდისფერი ყელსახვევი)

* * *

„ – განა იმიტომ ჩავბღუი მიწას მთელი ჩემი დღე და წუთისოფელი, შვილიც ბარის მუშად ვაქციო?!” – (თეთრხალათიანი კაცი)

* * *

„ადამიანი გუმანით იგრძნობს ხოლმე, რომ მას დაჟინებით უცქერიან”. – (შინდისფერი ყელსახვევი)

* * *

„ – ქალი, ხომ იცი, მაინც ქალია, გული ძველისაკენ მიუწევს”. – (შინდისფერი ყელსახვევი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>