ამონარიდები გიორგი ნატროშვილის თხზულებებიდან…

„ – ხედავთ, როგორ ორივე ფეხით გაბმულნი ვართ ყველანი, რაღაც ჯოჯოხეთურ მახეში ვართ გაბმულნი. სიყვარული გვინდა და გვაძულებენ ერთიმეორეს. ძმობა გვინდა და ვერ გაგვიბედია სიყვარული გავუმხილოთ მოძმეს. ეს არ შეიძლებაო. ჩვენ ერთი დიდი მწერალი გვყავდა, ბრძენი სულხან-საბა ორბელიანი. ლექსიკონი შეადგინა ქართული და სიტყვა ჯოჯოხეთს რომ მიადგა, ზუსტად დაასახელა – ჯოჯოხეთი სიგრძეზე ოთხმოცდაათჯერ ასი ათასი ეჯია, სიღმეზე – ხუთჯერ ასი ათასი ეჯიო! ვახტანგ-მეფე რედაქტორად ჰყავდა საბას, ეს რომ წაიკითხა, კიდეზე მიაწერა – საბავ-ბატონო! ადლი როგორ არ დაგეწვა ამის გაზომვისას, თმა და წვერი როგორ არ შეგეტრუსაო! წააშლევინა ეს ზომები, და იცი, რად წააშლევინა? ჯოჯოხეთი უფრო დიდია, მთელი ქვეყანა – ჯოჯოხეთიაო!

- მართალი უბრძანებია, ბატონო! ჯოჯოხეთს რა გაზომავს, მთელი დედამიწა ჯოჯოხეთია!” – (ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ახლა, როცა გაგიჭირდათ, მაშინ გაგახსენდათ ღმერთიცა და მისი სალოცავიც, არა? ვერ მოგართვეს…” – (ისმაილის ნათლობა)

* * *

„ – თქვენ გგონიათ, მარტო თქვენ გიყვართ სამშობლო?” – (ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე)

* * *

„ძალიან პატარა სიხარულია საჭირო, რათა ადამიანმა, რომ იტყვიან, ფრთები გამოისხას”. – (ჩექმები)

* * *

„როცა მამა შინ არის, საშიში არაფერია”. – (კურდღლებიანი კაბა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რავა, ჩვენც გვინდა კაი წუთისოფელი!” – (ისმაილის ნათლობა)

* * *

„ – არიან ადამიანები, ქვეყანას რომ არჩენენ, სხვისთვის რომ გადაუდვიათ თავი, პირადი ცხოვრება რომ არა აქვთ. რა მადლის სანთელი უნთიათ გულში? რა ცეცხლი უღვივით? თავიანთი თავი რად ავიწყდებათ და მარტო სხვაზე რათა ფიქრობენ? ვერაფერი ვერ ახსნის ამას, გაუზომელია მათი გულის სიკეთე”. – (მადლის საწყაული)

* * *

„ – კიდევ უარესი, თუ კანონები იცი და მაინც არღვევ, არ გეპატიება!

- ყველანი არღვევენ, ჯანუმ (სულო ჩემო)! მე ვინა ვარ, თვითონ არუთინა არღვევდა, საიათნოვა, საქართველოს მეფის საზანდარი იყო და მაინც არღვევდა. დიდი იარანალი არღვევს, ჰაქიმ-ხან ავარი…” – (ბარათაშვილის უკანასკნელი ღამე)

* * *

„ადამიანის ნებისყოფის დაძაბვასაც თურმე თავისი საზღვარი ჰქონია”. – (მფრინავის დაბრუნება) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>