ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„ – ჩემი სოფელი წასულა. სხვა სოფელი მოსულა, განა ამაშია საქმე, ნაჭა და ოჯინჯალი, შუა ცეცხლი და ისლით დახურული, გაჭვარტლული ქოხები რომ აღარ არის. ის სოფელი წასულა, უკან გაუწევია არსთაგამრიგეს”. – (კაცი, რომელმაც მამის საფლავი დაკარგა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საერთოდ, ყოველგვარი სენი სამ კატეგორიად იყოფა: პირველი – თავისით რომ რჩება, მეორე – მკურნალობით რომ რჩება და მესამე არც წამლით რჩება და არც შელოცვით, სიკვდილის ქარს რომ ეძახიან, სწორედ ის გახლავთ”. – (ექიმბაში)
* * *
„ – საჭმელი?
- რავარც იყო, ისეა. ჩვენ საჭაპანო სასწავლებლის სასადილოში ვჭამთ. დილას ჩაი და ქაში, შუადღეს ბორში და ქაში, საღამოს ჩაი და ქაში.
- გყოფნით მერე მაგი?
- პირველ თვეს არ გვყოფნიდა. ახლა მიეჩვია კუჭი და გვყოფნის კი არა, ქეც გვრჩება ხანდახან”. – (არ დაიკარგება)
* * *
„ – ყველა თავისებურად ბენიერია, შვილო”. – (მსმელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩვენ კი არ გავრბივართ, კალე ბატონო, დრო, საქმე მიგვარბენინებს”. – (კაცი, რომელმაც მამის საფლავი დაკარგა)
* * *
„ – ჩხუბი იციანო თქვენს სასწავლებელში.
- კი. არც უმაგისობაა. დაერევიან ხანდახან ერთმანეთს, მამლებივით. უბრაგუნებენ თავში. რომ გააჩერო და ჰკითხო, კაცმა არ იცის, ვინ ვის ურტყამს და რატომ ურტყამს. შელაპარაკდება ორი შტერი ბიჭი, ამას ეს წამოეშველება, იმას ის და ატყდება ჩხუბი. მე დიდი დამრტყმელი არ ვარ, მარა ამასაც გოვუგე მუღამი. ჩხუბში ბოლოს უნდა შეხვიდე, გარკვეული რომაა ყველაფერი და მიფენილ-მისავათებული როა ხალხი. მაშინ ვისაც მოადებ ღრანჭებში, ფეხზე არ დარჩება. ისე ჩხუბი მეზარება რა თქმა უნდა, თავზე არ დავისვამ არავის, მარა მე თვითონ არ ვიწყებ ჩხუბს. ჩვენთან არავინ არ არკვევს, ვინ დაარტყა პირველად და რაზე ატყდა ჩხუბი. მოუსობენ ხელს ყველას ერთად და, ჰაიდა. გარიცხვა მინდა ახლა მეე? ძლივს მოვეწყვე”. – (არ დაიკარგება)