ამონარიდები თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობებიდან…

„ზუსტი და ნაღდი ამ ქვეყანაზე მხოლოდ დაბადება და სიკვდილია”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც არ უნდა ჭიასავით ახვანცალოს ღმერთმა კაცი, ბედნიერ წუთებს მაინც მოუვლენს, იმ ქვეყნად ისე არ გაისტუმრებს, რამეზე გული არ დასწყვიტოს, მისივე თაყვანისმცემელი არ გახადოს”. – (ჭიჭიკოს ჭირთათმენანი)

* * *

„წაღლეტაზე და წაგლეჯაზეა ხალხი გადასული”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)

* * *

„ – სიძე-დედოფალს ვინ ჩივა, მიცვალებულებთან ურთიერთობასაც შევეჩვიეთ, ოღონდ იმას ვერ ვიტან, მკვდარს რომ აცეკვებენ და ფულს არავინ იძლევა, – გაბრაზება დაეტყო ნაცნობს.

- რეპერტუარი?..

- თითქმის, ერთიდაიგივე, ესაა, რომ ჭირის დღეს ხმას ვასევდიანებთ”. – (ჭიჭიკოს ჭირთათმენანი)

* * *

„ – ერის საუნჯეს დამალვა უნდა, ჩემო ბატონო, – ახარხარდა კაპიტო.

- არა, ყმაწვილო, პირიქით, გამომზეურება, სარბილეზე გატანა უმჯობესია”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის ამბავი მოგეხსენებათ, სახლს გაყიდის რომ საწადელი აისრულოს”. – (ჭიჭიკოს ჭირთათმენანი)

* * *

„დრომ და ერთმანეთთან ახლოს ყოფნამ არწივი და კურდღელი, მგელი და ბატკანი დაამეგობრა”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)

* * *

„რწმენის წართმევა არავის ეპატიება”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან)

* * *

„უნდა იღრიალონ ლომებმა, აბა?!” – (ჭინკა)

* * *

„ფული ყოფილა ყველაფერი”. – (ვიღაც იძახდა ჭიშკართან) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>