ამონარიდები რეზო ჭეიშვილის რომანიდან – „ქალაქში დინოზავრები დადიან”
„ – საკუთარმა შვილმა არ დამინდო და ავადმყოფობა მომიხათრებს, მომერიდება?!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რას არ გაიგონებ ამ ქვეყანაზე, გაგიჟდები კაცი!”
* * *
„ – შეიძლება, ადამიანი თვალებით ლაპარაკობდეს? – იკითხა მან.
- როგორ, თვალებით ლაპარაკობდეს… თვალებით ლაპარაკი არ გამიგია მე… – დაიბნა ნოდარი.
- მაგალითად ასე: სიტყვით არაფერს ამბობდეს, მაგრამ თვალებში ეწეროს რას ფიქრობს, შეიძლება?
- შეძლებით შეიძლება, მაგრამ რამდენად გამართლებული იქნება მაგ საქმე ცხოვრების ვითარებაში, ვერ გეტყვი…”
* * *
„საერთოდ, ადამიანი თუ წარმოადგენს რამეს… დღეს ხარ, ხვალ აღარ იქნები. ყველას ბოლო ეს ყოფილა და ეს… მუხის კოსტუმს შეგიკერავენ და ჩაგაყუდებენ მიწაში… ზოგი ამასაც ვერ მოესწრება. წვავენ თურმე ზოგან ხალხს… თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება უკეთესიც კია… გაწიე, გამოწიე, რამდენ ხანს გაძლებ ამ მიწაში…”
* * *
„რაღაი არსებობ, უნდა იარსებო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„…რასაც ვეძებდი, ის სულ გვერდზე რჩებოდა, მგონი, ვხედავდი, ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი. ღმერთო, რა იყო მთავარი? რისთვის ვარსებობდი, რისთვის ვცოცხლობდი?”
* * *
„ჩვენი ისტორიისათვის ყოველი წელი, ყოველი დღე და წუთი მოსასწრებია”.
* * *
„ – ეხ სოფელო!”