ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„ჩვენი ქვეყნის სიყვარული უტანჯველად არ ხერხდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დავრწმუნდი, ბატონო ვახუშტი, რომ სადაც შენი ხალხია, მუდამ მასთან ყოფნა სჯობს, მაშინ ჭირიც და ლხინიც უფრო ადვილი გადასატანია”.
* * *
„ – მეც უნდა ვატარო ის მძიმე ჯვარი, რომელიც ყველა ნამუსიან ქართველს უტარებია!”
* * *
„საქართველო ერთ გვირგვინქვეშ გაერთიანებული ყველა მისი კუთხეა!”
* * *
„ – იცი, რა გითხრა ვეჟო? დიდი უცნაურობა ხდება ხანდახან ცხოვრებაში!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი გვითხრის ძირს! “
* * *
„ტანჯვა-წამება, სისხლის ზღვა, თავის მოკვეთა და თვალების დათხრა ბევრჯერ უნახავთ და განუცდიათ ქართველთ. ამ ცოდვილ მიწაზე რა გააკვირვებდათ მათ? არაფერი, არც ცუდი, არც კარგი, არც ბედნიერება, არც უბედურება!”
* * *
„ჯვარცმულია ჩვენი ქვეყანა და ჯვარს გვაცმევენ ალბათ ჩვენც!”
* * *
„კაი ქართველი ის არის, ვინც მთელი საქართველოისთვის იბრძვის და არა მარტო თავისი სოფლისა და კუთხისათვის!”
* * *
„ – აღარ შემიძლია აქ დარჩენა! ჩემი ქვეყანა რომ მაგონდება, ვიხრჩობი, დარდისაგან სუნთქვა მეკვრის! ვაი, რა საშინელი ყოფილა მამულის მოშორება! ხალხნო, მიშველეთ, ჭკუიდან შევიშალე!” – (ავტორი გენია.ჯი)