ამონარიდები მიხეილ კეკელიძის რომანიდან – „ჯვარცმული ქვეყანა”
„ – საქართველო ქართველ კაცს როგორ არ უნდა მიყვარდეს? ხელი თუ მიმიწვდება, მთელ საქართველოს გულში ჩავიხუტებ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთმა აგაშენოთ თითოეული კაი სიტყვისთვის!”
* * *
„ – ჩვენში ამასაც ამბობენ: როგორც თვალი შორს, ისე გულიც შორსო”.
* * *
„ – ჩვენში ისე ბევრი გაჭირვება და უბედურებაა, რომ ერმა ნაადრევად უნდა ჩაებას ცხოვრების ორომტრიალში, ხანგრძლივ მოსალხენად ვისა სცალია!”
* * *
„ – მთავარია, ჩვენი სატკივარი, მანკი და ზადი პირში ვუთხრათ ერთმანეთს აშკარად, დაუფარავად.
- რასა ბრძანებ, ჩემო ბატონო! პირში უთხარით, ვისაც რა ნაკლი აქვსო. როგორ არა, იტყვი და თავს წაგაცლიან ან ისე დაგკარგავენ, რომ ხუთი თაობის შემდეგაც ვერ გაიგებს ჩვენი მომავალი. ცემით მოკლეს თუ შიმშილით სიმართლის მაძიებელი. ჩვენებური ანდაზაც გემახსოვრება: სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო. კარგი, ბატონო, ცხენი შეკაზმული მყავს, მაგრამ სად გაიქცევი, ვინ შეგიფარებს, ვინ მოისმენს და გაიგებს შენს დარდსა და წუხილს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზურგი მაგარი უნდა გქონდეს ყოველთვის”.
* * *
„ – ისა სჯობს, შვილოსა, რითაც შეგიძლია, შენს მამულს არგო რამე! შენი ქვეყანა შენდობას მაინც არ დაგამადლის!”
* * *
„ – წავიდა, ძმაო, ტრაბახის დრო!”
* * *
„გააფთრებული ხალხი მხეცზე უფრო საშიშია!”
* * *
„ – სწორს ბრძანებ, გურამიშვილო: ნამდვილი ქართველი ისაა, ვინც მთელი საქართველოისთვის იღწვის, ვინც მოძმის გატანა იცის! მე ქართველი ვარო, ამის ყვირილით და ლაყბობით საქმე არ გაკეთდება, ციხე-ქალაქები არ აშენდება, მიწა არ მოიხვნება და ჯეჯილი არ აბიბინდება!” – (ავტორი გენია.ჯი)