ამონარიდები დავით კვიცარიძის რომანიდან – „მწვანე ქალაქი”
„ცხოვრება სულ უფრო და უფრო მეტს ითხოვს, ასე ყოფილა, ასეა და ალბათ ასე იქნება მერმისს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – შენ წეხან პირფერობა ახსენე, ფათუშა, არტისტი უნდა გახდე, სცენაა ეს ცხოვრება და ვთამაშობთ, ვმაიმუნობთ ყველა. ზოგს გამოსდის, ზოგს არა”.
* * *
„ – ხანდახან „სოფლის ცხოვრებაც” წაიკითხე, კაცო, ფხალეულს დაეძალეთო, წერენ ყოველდღე.
- პირისგემოს გაზეთი ვერ მასწავლის მე”.
* * *
„რა იცი, რანაირად დატრიალდება წუთისოფლის ბორბალი?!”
* * *
„ – გაუმაძღარია კაცის გული, თორემ რა შავქვად მინდა უნივერმაღი! რასაც ფარდული მაძლევს ის შევირგო, არ სჯობია?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თვალებში მიაჩერდი ყველას, იცოდე, თვალებში!”
* * *
„არ შეიძლება განუკითხაობა ვიღაცამ არ განიკითხოს. დადგება ეს დროც”.
* * *
„ქვეყანაზე აუარებელი ბოროტი და მამაძაღლია”.
* * *
„ – დაიხ, ჩვენში დუ-იაქეს მთლად პატარა, გამოუჩენელ კაცს ეძახიან, ნარდში კი არის წუთი, როცა დუ-იაქეც მისწრებაა”.
* * *
„ღამე ძილისაა”. – (ავტორი გენია.ჯი)