Tag Archives: საინტერესო ფაქტები
მედიტაცია – “ეპიზოდი”
ნიდერლანდების ქალაქ ლელისტადში,ისევე როგორც მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში,განთავსებულია ერთ-ერთი დაწყებითი საშუალო სკოლა.
ლევ ტოლსტოი – “ეპიზოდი”
გამოჩენილმა რუსმა მწერალმა და მოაზროვნემ – ლევ ტოლსტოიმ (1828-1910 წლები) ეკატერინე II-ის ერთ-ერთი ფავორიტის – პეტრე ზავადოვსკის შვილთაშვილზე – სოფია ბერსზე 1862 წლის 23 სექტემბერს იქორწინა.
ლუის კეროლი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ზღაპრის – “ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში” ინგლისელი ავტორი – ლუის კეროლი (1832-1898 წლები),რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც გახლდათ – ჩარლზ ლიუტვიჯ დოდჟსონი,არა მხოლოდ მწერალი,ფილოსოფოსი და ლოგიკოსი,არამედ სასულიერო პირიც (დიაკვანი) გახლდათ.
ჩარლზ დიკენსი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ინგლისურენოვან კლასიკოს-მწერლად აღიარებული ინგლისელი მწერალი – ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),არა მხოლოდ “ნისლიან ალბიონზე” გახლდათ სახელოვანი ლიტერატორი,არამედ უდიდესი მოწონებით სარგებლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.
ენდრიუ ჯონსონი – “ეპიზოდი”
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-17 პრეზიდენტს - ენდრიუ ჯონსონს (1808-1875 წლები) სკოლაში არასოდეს უვლია და შესაბამისად,არც წერა-კითხვა უსწავლია დიდი ხნის განმავლობაში.
ჯეიმზ ნოქს პოლკი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-11 პრეზიდენტს - ჯეიმზ ნოქს პოლკს (1845-1849 წლები),ჩვიდმეტი წლის ასაკში მედიკოსებმა ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს,რის შედეგადაც მისი ორგანიზმიდან ნაღვლის ბუშტი იქნა ამოკვეთილი.
ბენჯამინ ჰარისონი – “ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 23-ე პრეზიდენტს (1889-1893 წლებში) – ბენჯამინ ჰარისონს ერთი მეტად უცნაური თვისება გააჩნდა: მას,რატომღაც საოცრად სძულდა ელექტრო შუქი.
ნიკოლოზ გოგოლი – “ეპიზოდი”
თანამედროვე რუსული რეალიზმის მამად წოდებული უკრაინული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ რუს მწერალს – ნიკოლოზ გოგოლს (1809-1852 წლები) ძალიან უყვარდა საკუთარი ხელით სხვადასხვა კერძების დამზადება და შემდგომ მეგობრების წრეში მოლხენა.
იოსებ სტალინი – “ეპიზოდი”
საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი,კარგად ფლობდა ქართულ,რუსულ და ძველბერძნულ ენებს.გარდა ამისა,შესანიშნავად იცოდა საეკლესიო ენაც,რომელიც თავის მხრივ სასულიერო სემინარიაში სწავლისას შეისწავლა.
სალვადორ დალი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური ესპანელი მხატვარი და სიურრეალიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – სალვადორ დალი (1904-1989 წლები) ავტორი გახლავთ ერობ პოპულარული ესპანური საწუწნი კანფეტების დამამზადებელი კომპანიის - “Chupa Chups”-ის ლოგოტიპისა.