Tag Archives: მიგელ დე სერვანტეს საავედრას “ანდერძი”
მიგელ დე სერვანტეს საავედრა – “დონ კიხოტის” შესახებ…
“ჩემი სისუსტე იმაშია,რომ გამოვთქვამ ყველაფერს,რაც მაწუხებს,მაგრამ ხელს მიშლის ოჯახისადმი პასუხისმგებლობა.ვალდებული ვარ,ვარჩინო და დავიფარო მთელი ჯალაბი.ვაფურთხებ გესლიან შენიშვნებს,მაგრამ არ მსურს ინკვიზიციის კოცონზე ასვლა.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “მახვილგონიერი აზნაური დონ კოხოტ ლამანჩელი”
“ჩემს დღეში ფიქრადაც არ მომსვლია ვაჟკაცობით სახელი გამეთქვა.მხოლოდ მინდოდა,ყველა იმ საჭურველთმტვირთველზე ალალ-მართალი ვყოფილიყავი,ვისაც ოდესმე მოგზაურ რაინდებთან უმსახურია და, თუ ჩვენს ბატონს სურს,ერთგული სამსახურისათვის რომელიმე კუნძულით დამაჯილდოოს,რა უშავს,კეთილი,იყოს.
მიგელ დე სერვანტეს საავედრას “ანდერძი”
” – მთელი სასყიდელი უკანასკნელ კაპიკამდე გადახდილია.აწ უფლება მაქვს,დავიტევო მონობის ბუნაგი – ალჟირი.ჩემი ცხოვრება თითქოს ხანგრძლივი გაუგებრობა იყო,ჩემს სიცოცხლეში არ მახსოვს არც ერთი მზიანი დღე,რომ შემძლებოდა ფორტუნის ბორბალზე ზეასვლა.როგორც კი ვიწყებდი მასზე აბობღებას,მაშინვე შეწყდებოდა მისი ტრიალი,ანდა უკუღმა დაგორდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)