Tag Archives: გლავკონის ფილოსოფიიდან…

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული,უწინარეს ყოვლისა ხელთ იგდებს სახელმწიფო მართვის სადავეს,ვისაც უნდა,იმას მოიყვანს ცოლად,ვისაც უნდა,იმას გაათხოვებს,ვისაც უნდა,იმას დაუკავშირდება და, თანაც,ყოველივე ამას თავისდა სასარგებლოდ და ხელის მოსათბობლად გამოიყენებს,ვინაიდან სულაც არ ეთაკილება უსამართლობა.

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“ხალხის თვალში თუ უსამართლო ვჩანვარ,ვერავითარ სარგებელს ვერ ვეღირსები,პირიქით,სიმძიმილისა და ზარალის გარდა სხვა არაფერი მელის.ხოლო უსამართლო კაცს,რომელმაც იმდენი მოახერხა,რომ სამართლიანის სახელი მოიხვეჭა ხალხში,ბედი უღიმის და ღმერთივით უზრუნველად ცხოვრობს.

გლავკონის ფილოსოფიიდან…

“როგორც ამბობენ,ბუნების თანახმად,უსამართლობის ჩადენა კარგია,მისი ატანა კი – ცუდი; მაგრამ უსამართლობის ატანა გაცილებით უფრო ცუდია,ვიდრე მისი ჩადენაა კარგი.