Tag Archives: იაკობ გოგებაშვილი წერდა…
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
„შეუდარებელი,უებრო შურისძიება იცის ისტორიამ; საუკეთესო ისტორიკოსები იმ აზრზე დგანან,რომ ქრისტიანობა პატარა ადგილობრივ სარწმუნოებად დარჩებოდა თუ რომ იესო ნაძირალა ებრაელებს ჯვარს არ ეცვათ.
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“მსოფლიო ისტორია წარმოადგენს მსვლელობას მარტივიდან რთულისაკენ,მონობიდან თავის უფლებისა და თანასწორობისაკენ,ბიწიერებიდან სათნოებისაკენ,უმეცრებიდან სიბრძნისაკენ,მხეცობიდან ადამიანობისაკენ,ტანჯვიდან ლხენისაკენ,ჯოჯოხეთიდან სამოთხისაკენ.
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“ახლანდელი საზოგადოება უფრო მხეცთა გროვას წარმოადგენს,მანამ სათნო ადამიანების საზოგადოებასა; ჯერედ მის მოქმედებას და ნებას მართავს ძველი დევიზი: “ვაგლახი ძლეულთა!”
იაკობ გოგებაშვილი წერდა…
“დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ მაშინაც კი ადაბლებს კაცის გონებასა და უსუსტებს ზნეობრივს ძალასა,როდესაც იგი სტოვებს თავისს სამშობლო ქვეყანას,შორდება მის ბუნებასა და ვარდება უცხო ბუნებისა და ცხოვრების გავლენის ქვეშა.