Tag Archives: ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

“ძველი თაობა ვერ მიხვდა,რომ ‘საზოგადოებრივი წესი და წყობილება ადამიანიდან შეუცვლელი კი არ ყოფილა,ის თურმე კაცის ხელით შექმნილა და კაცის ხელითვე შეიცვლება,რომ კაცობრიობას ბედად როდი დაჰყოლია ამ ქვეყანაზე ტანჯვა და უსარგებლო გაჭირვება,რომ სიღარიბე კაცის უმეცრების საზომია.

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

“როგორც სულიერ მოძღვარს და ექიმს,ასევე პედაგოგსაც არ უნდა ამოძრავებდეს სხვა არაფერი,გარდა უშუალოდ თავისი უპირველესი მიზნისა – ასწავლოს ბავშვებს,გაანათლოს ისინი ისე,რომ მათგან დამოუკიდებელი ადამიანები ჩამოყალიბდნენ,რომელთაც მომავალში შეეძლებათ იცხოვრონ და იაზროვნონ საკუთარი გონებით.

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

“ასე ჩემო მკითხველო,დაე ყველამ სწეროს,როგორც ჭკუა და ენა უჭრიდეს.დაე იმერელმა იმერული სიტყვები იხმაროს და კახელმა – კახური სიტყვის წყობილება.შენ მათ ნაწერში ეცადე აზრი გაარკვიო, და – თუ აზრი შენი საზოგადოების და მამულის სასარგებლოდ იცნო, – ეცადე მისი შეთვისება და გავრცელება,ეცადე მისი “განხორციელება”.

ნიკო ნიკოლაძის ნააზრევი…

” – როგორ თუ რამ დასცაო ჩვენი მამული,შემომკივლებს ვინმე ცრუპატრიოტი,იმან დასცა,რომ პატარა ხალხი ვიყავით, და დიდრონები შემოგვესიაო.ვერ გაუძელით, და ის იყოო ჩვენი დაცემის მიზეზი!