Tag Archives: ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “თეთრი ბაირაღები”
ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “მზიანი ღამე”
” – დედაშენი არის ღმერთი.შენ რომ ზიხარ და უყურებ,ისიც რომ გიყურებს,შენ რომ დედას ეძახი და ის შვილოს გეძახის,ამიტომ შენ გგონია,ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს,წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია,ისე უბრალო,რომ როდესაც ხედავ,არ იცი,რომ ღმერთია,
ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “ნუ გეშინია,დედა!”
“ეს იმ კაცს გაუმარჯოს,ძია რუბენ,მთვარეზე რომ ფეხს შედგამს,იქიდან გადმოგვხედავს,მოვენატრებით,ჩამოვა,ჩაგვეხვევა,გვაკოცებს,იტირებს და გვეტყვის: ბიჭებო,მთვარის დედა ვატირე,დედამიწაზე ყოფნას რა ჯობია,დედამიწას გაუმარჯოს,მწვანე დედამიწას,თბილ დედამიწას,მზიან დედამიწას,წვიმიან დედამიწას.
ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “თეთრი ბაირაღები”
“წერილების უმრავლესობა ანონიმურია,ხალხი ერთმანეთს აბეზღებს.ვინ სად,როდის და რამდენ ქრთამს იღებს,ვის რომელი ხის ძირში აქვს ფული დამარხული,რომელ კედელშია ჩაშენებული ოქროებითა და ძვირფასი თვლებით სავსე ქოთნები,