Tag Archives: სოკრატეს ნააზრევი…
სოკრატეს ნააზრევი…
„არც უსამართლობით უნდა მიაგო სანაცვლო უსამართლოს და არც ბოროტებით აზღვევინო სიავე ბოროტს, ვინაიდან
სოკრატეს ნააზრევი
“სასტიკად ცდებით,თუ ფიქრობთ,რომ სიკვდილის შანთით ამოსწვავთ და ამოძირკვავთ თქვენი უსამართლობისა და უკეთურების მამხილებელთ.ცუდი ხერხი აგირჩევიათ თავდასაცავად,ცუდი და არასაიმედო,ხოლო თუ გნებავთ,მე გასწავლით ყველაზე სანდო და მარტივ ხერხს: სხვას კი ნუ სჩრით პირში ბურთს,ეცადეთ თავად გახდეთ უკეთესნი”.
სოკრატეს ნააზრევი…
“ბრძენკაცებთან საუბრისას ნამდვილი აბეზარივით ვიქცევი.შესაძლოა,სწორედ ესაა ჩემი ერთადერთი ღირსება,დანარჩენისა კი რა მოგახსენოთ.საგანთა ნამდვილი ბუნება ხელიდან მისხლტება, და მე ვიცი,რას წარმოადგენს იგი.აი,ამის სარწმუნო საბუთიც: ყოველთვის,როცა მცოდნე და თავისი სიბრძნით მთელს ელადაში სახელგანთქმულ ხალხს ვხვდები ხოლმე,თვალნათლივ ვრწმუნდები ჩემს უმეცრებაში.