Tag Archives: ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”
” – და სად დაიკარგა მოციქულ მუჰამედის სიტყვები: “მე მომეცა ერთი მხრივ,წუთისოფლის საგანძურთა გასაღებები და უკვდავება ამქვეყნად; მეორე მხრივ კი, – სამოთხე.არჩევანი მომეცა,ამერჩია ან ეს,ან ჩემი უფლის წინაშე წარდგომა და სამოთხე.მე ვარჩიე შეხვედრა ჩემს ღმერთთან და სამოთხე!..” ან ასევე მოციქულის ნათქვამი: “ღმერთო,მიმიბარე მე ღატაკი და ნუ მომკლავ მე მდიდარს!..”
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – “ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
” – …მეჩვენება,რომ ეს ამერიკელები რკინაბეტონისგან შექმნილი ხალხია: არც სული აქვთ,არც გემოვნება,არც წარსული! რომელიმე მათგანს მკერდი რომ გადაუხსნა,გულის ადგილას დოლარი დაგხვდება! ისინი ამ ძველ სამყაროში იმ ანგარიშით მოდიან,რომ ოქროთი თავიანთთვის გემოვნების ყიდვას შეძლებენ,თავისი ქვეყნისთვის კი წარსულის!”
ჰუსეინ თავფიკ ისმაილ ალ-ჰაქიმის ნაწარმოებიდან – „ჩიტი აღმოსავლეთიდან”…
„აღმოსავლეთის წინასწარმეტყველები მიხვდნენ, რომ თანასწორობის დამყარება ამქვეყნად შეუძლებელია და მათ არ ძალუძთ ამქვეყნიური სამეფოს დაყოფა-დანაწილება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ამიტომაც ამ დაყოფაში ზეციური სამეფო შემოიტანეს და ხალხისთვის მიწისა და ზეცის დანაწილების საფუძვლად აქციეს პრინციპი – ვისაც ამქვეყნიური სამოთხე არ ხვდებოდა წილად, მას ზეციურ სამოთხეში ენახებოდა უფლება!..