Category Archives: ფრაზეოლოგია
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ამ ქვეყნად ყოველგვარი კაცი მოიპოვება – ადამიანი, არაადამიანი და ზეადამიანი”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ყოველი ადამიანის არსება ორ არსებად განიყოფა: ერთი – სულიერი, რომელიც თავისათვის მხოლოდ ისეთ სიკეთეს ეძიებს, რაც სიკეთეს წარმოადგენს სხვებისათვისაც, და მეორე ადამიანი პირუტყვი, რომელიც ეძიებს სიკეთეს პირადად თავისათვის და მზად არის თავის ბედნიერებას მთელი ქვეყნის ბედნიერება შესწიროს”.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ეჰ, რა ვიცით ღმერთმანი, თითქო ყველაფერს ჩვენ შეუგრძნობლად საქმობს ბედისწერაა თუ რაღაც ეშმაკი მალული ძალა, თორემ რა არის აბა, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი ჩვენი სურვილის გარეშე მიემართება”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ქრისტეს მოძღვრება თმენა-სულგრძელობას გვავალებს და ჩვენც უნდა ვითმინოთ იობის საშინელი თმენით. ასეთია ცხოვრების საერთო დაუნდობლობა და რა უნდა ვქნათ! ღვთისაგან მონიჭებული სიავ-სიკეთე ორივ სულგრძელობით უნდა ავიტანოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა”.
ჯაკომო ლეოპარდი წერდა…
„როგორც კი სკოლა დავამთავრე და ცხოვრებაში ფეხი შევდგი, ჩემს თავს სიტყვა მივეცი, არ მექო არავინ და არაფერი, რასაც მართლა ქების ღირსად არ მივიჩნევდი.
„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ძალადობის და დაბეჩავების გამმაგრებელი იარაღი ყოველთვის ხალხის უგუნურება ყოფილა და აწიც ეგრე იქნება”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„ნაშიმშილევი კაცის ბატონობა მგლის ბატონობას უდრის. იმის მუცელი გაძღომას ვეღარ იგებს და მოხარშულს და უხარშავს ერთნაირად მიირთმევს”.
Genia.Ge-ს დღის ციტატა…
„თუ ღვთის ნებაა, რომ ზოგი პატიოსნებაზე სხვანაირად ფიქრობს, მე როგორღა უნდა განვსაჯო ის, რაც ღმერთს დაუდგენია”.