Category Archives: საინტერესო ფაქტები
ენრიკო კარუზოს ბიოგრაფიიდან…
მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი ტენორი - ენრიკო კარუზო (1873-1921 წლები),მიუხედავად იმისა,რომ უდიდესი საოპერო მომღერალი გახლდათ,სასცენო შესრულების მხრივ ოსტატობა მართლაც არ გააჩნდა.ამ თემის ირგვლივ – თედორე შალიაპინი წერდა:
ელისაბედ II – “ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს - ელისაბედ II უინძორს,პირადი პასპორტი არ გააჩნია.მიუხედავად ამისა მისი გადაადგილება ნებისმიერ ქვეყანაში შეუზღუდავად ხორციელდება.
“ჰაი-ვაიკომბის საოცარი ტრადიცია”…
ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰაი-ვაიკომბში,რომლის მოსახლეობაც დღესდღეობით შეადგენს 92,000 მაცხოვრებელს,დამკვიდრებულია ტრადიცია,რომლის მიხედვითაც ყოველი ახლადარჩეული ქალაქის თავი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) ვალდებულია,ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სასწორზე აიწონოს.
პირველი ნაბეჭდი წიგნი – “ჯიკჯი”
“გუტენბერგის ბიბლია”,დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო ტიპოგრაფიული საშუალებების გამოყენებით,პირველ ნაბეჭდ წიგნად,წიგნის ბეჭდვის ისტორიაში (დაბეჭდილ იქნა 1452-1457 წლებში).აღნიშნული თემის თაობაზე,ბევრი დავაც მიმდინარეობდა სპეციალისტებსა და ისტორიკოსებს შორის.
ერიკ დე ბიშოპი – “ცურვის არ მცოდნე საოცარი მოგზაური”
გამოჩენილი ფრანგი მოგზაური,ეთნოგრაფი,პოლინეზიის მკვლევარი და მწერალი - ერიკ დე ბიშოპი (1891-1958 წლები),რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა “თავზეხელაღებული” მოგზაურობებით,თავის მიერვე შექმნილი კანოეთი “კაიმილოა” და მის მიერვე აგებული ტივით,სახელწოდებით “ტაიტი-ნუი”,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სიცოცხლის ბოლომდე ცურვის არ მცოდნე გახლდათ.
გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი – “ეპიზოდი”
რომის პირველი იმპერატორის,რომლის სახელსაც უკავშირდება მეორე ტრიუმვირატის შექმნა - გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ.აღ-ით 63 – ახ.წ.აღ-ით 14 წლები) შესახებ,ფართოდ იყო გავრცელებული ერთი პატარა სახალისო ისტორია,რომლის თანახმადაც ერთ-ერთ პროვინციაში მოგზაურობის დროს,იმპერატორმა ოქტავიანემ შენიშნა ადამიანი,რომელიც ფიზიკურად ძალიან ჩამოჰგავდა მას,ამიტომ იგი მასთან მიიხმო და საკმაოდ უტაქტოდ გაეხუმრა:
პიერ ოგიუსტ რენუარი – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი,სკულპტორი და ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი იმპრესიონიზმისა - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები),ახლო მეგობარი გახლდათ,შესანიშნავი ფრანგი მხატვრისა და სკულპტორის – ანრი მატისისა (1869-1954 წლები),რომელზეც იგი 28 წლით უფროსი გახლდათ.
ლეგენდარული – “კლდეში ჩარჭობილი ხმალი”
უამრავ ადამიანს სმენია დღემდე დაუჯერებელი ლეგენდა – “კლდეში ჩარჭობილი ხმლის” შესახებ.ზოგიერთი წყაროს ცნობით აღნიშნული ლეგენდა უკავშირდებოდა მეფე არტურის შესახებ მოთხრობილ ერთ-ერთ მითს და უთითებდნენ იმ ადგილსაც (ავალონი),სადაც კლდეში ჩაარჭვეს ხმალი.
ჟაკ-ლუი დავიდი – “ეპიზოდი”
დიდი ფრანგი მხატვარი და ფრანგული ნეოკლასიციზმის ფუძემდებელი ჟაკ-ლუი დავიდი (1748-1825 წლები),აქტიურად იყო ჩართული რევოლუციურ მოძრაობაში და იგი ყველასათვის ცნობილი ფრანგული კონვენტის წევრიც გახლდათ 1792 წელს.ცნობილია,რომ მან ამავე პერიოდში ხმა მისცა საფრანგეთის მეფის ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯას.
არისტიდე – “ეპიზოდი”
გამოჩენილ ძველბერძენ მხედართმთავარს სპარსებთან ომისა და სახელმწიფო მოხელეს ძველი საბერძნეთისა - არისტიდეს (ძვ.წ.აღ-ით 530-467 წლები),ძალიან უარყოფითი და შეიძლება ითქვას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან და ერთ-ერთ ფუძემდებელთან ათენური დემოკრატიისა – თემისტოკლესთან (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები).